საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმების შესახებ კომენტარი გააკეთა გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა. მისი თქმით, გერმანია ლეგალურად დასაქმების პროექტს არ ახორციელებს ყველა ქვეყანასთან დ ამას იწყებენ საქართველოდან და ეს პირველად კეთდება დიდი ხნის შემდეგ.
„მოხარული ვარ, რომ ვიწყებთ პროექტს, რომელიც გულისხმობს ქართველების დასაქმებას გერმანიის სოფლის მეურნეობაში სეზონურად. საინფორმაციო კამპანია უკვე იწყება, როგორც ინტერნეტში, ასევე საქართველოს შრომის სააგენტოს მეშვეობით. ეს არის ორწლიანი ინტენსიური მუშაობის შედეგი. ერთი მხირვ, საქართველოს შრომის სააგენტო და მინისტრი და მეორე მხრივ, გერმანიის დასაქმების სააგენტო აქტიურად იყვნენ ჩართული პროცესში. ეს არ არის გერმანიაში მიგრაციის პროექტი, არამედ ეს არის დროებითი სეზონური სამუშაო პროექტი გერმანიაში, რომელიც მაქსიმუმ 90 დღე გრძელდება. ეს იქნება სამუშაო ადგილები გერმანიის სოფლის მეურნეობის დარგში.
დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც კარგად იცნობს ამ დარგს და შეეძლებათ, წვლილი შეიტანონ, როგორც გერმანიის სოფლის მეურნეობაში, ასევე ჩამოსვლის შემდგომ თავის ქვეყნის იმავე სფეროში. გერმანია ამ პროექტს არ ახორციელებს ყველა ქვეყანასთან, ჩვენ ამას ვიწყებთ საქართველოდან და ვაკეთებთ პირველად ძალიან დიდი ხნის შემდგომ. პირველად ვიწვევთ სამუშაოდ ძალას სხვა ქვეყნიდან. განსაკუთრებით მოხარული ვართ, რომ ჩვენ შევძელით ამის გაკეთება ამ რთულ გლობალურ პანდემიურ სიტუაციაში და განსაკუთრებით იმ რთულ სოციალურ პირობებში, რომელიც წარმოქმნა ამ პანდემიამ. მადლობა გაწეული შრომისთვის და მოუთმენლად ველოდები ამ პროექტის შედეგებს“, განაცხადა ელჩმა.
საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში ლეგალურად დასაქმებას 3 თვით სეზონურ სამუშაოებზე შეძლებენ. დეტალები იხილეთ აღნიშნულ ბმულზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.