დავით ბაქრაძე: „მაზოხისტი კი არ ვარ, ვერ ვხედავდე, რომ პარტიაში ხმები მომაქვს, მაგრამ როცა ლიდერი ხარ, პასუხისმგებლობა უნდა აიღო“
15-02-2021, 07:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, რომელმაც 12 თებერვალს პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა, „მთავარი არხის“ ეთერში თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსვლამ „ევროპული საქართველოს“ წევრებისთვის რამდენიმე რამ მოიტანა და ახლა პრინციპების დაცვა მისგან მოითხოვს, გააკეთოს იგივე, რასაც 2016 წელს სხვაზე ამბობდა.

 


„ჩვენთვის მოიტანა ის, რომ ჩვენ ვიყავით ორი არჩევნების განმავლობაში ზედიზედ 11-პროცენტიანი შედეგით გამორჩეული პარტია. მოიტანა ის, რომ ჩვენ ვიყავით ოპოზიციურ სპექტრში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილე ამ საერთო ოპოზიციური ბრძოლის. მოიტანა ის, რომ ჩვენ შევძელით ამ ოთხი წლის განმავლობაში იმ პრინციპების დაცვა, რაც გვჯეროდა და რისთვისაც წამოვედით. დღეს ამ პრინციპების დაცვა ჩემგან მოითხოვს, მე გავაკეთო იგივე, რასაც ვამბობდი 2016 წელს სხვაზე. ანუ მე არ მინდა, ვიყო დაბრკოლება. მე ისევ ვიმეორებ, ჩემს თავს კი არაფერს ვაბრალებ. ძალიან კარგად ვხედავთ, პარტიის წევრები იმ დღეს შეკრება რომ იყო, ყველა მეუბნებოდა, ვაიმე რომ მიდიხარ, ხმებს ვინ მოგვიტანს. მე ამას ვხედავ, მაზოხისტი კი არ ვარ, ვერ ვხედავდე, რომ პარტიაში ხმები მომაქვს, მაგრამ როცა ლიდერი ხარ, პასუხისმგებლობა უნდა აიღო“, განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი