„დღის თემა - წამების ამსახველი ვიდეო" - უკრაინული სააგენტო „კიევნიუსი" ამ სათაურით აქვეყნებს სააკაშვილის ხელისუფლების დროს ჩადენილი სექსუალური ძალადობის ამსახველ სკანდალურ ვიდეოს, რომელიც სავარაუდოდ, სამეგრელოში გადაიღეს.
უკრაინული მედია საუბრობს წინა ხელისუფლების წარმატებულ რეფორმებზე და აღნიშნავს, რომ ამ რეფორმების მიღმა ადამიანებზე ფიზიკური, მორალური და ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა.
ვიდეოკადრებში, რომელიც „კიევნიუსმა" გაავრცელა, დაბმულ მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდა მამაკაცზე სექსუალური ძალადობა არაერთხელ ხორციელდება. ვიდეოში მეგრული საუბარი ისმის.
წყარო: "კიევნიუსი"
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.