„ივანიშვილის გუნდის დეპუტატებს მივმართავ“ - ნიკა მელია აცხადებს, რომ კობახიძე-გავრილოვი-მურუსიძე-კალაძის დასაჭერი ნამდვილად არ არის; მათ „ამის თავი არ აქვთ“
15-02-2021, 12:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ და „მურუსიძეებს და ჩინჩალაძეებს“ მისი დაჭერი თავი არ აქვთ და მას იმიტომ ვერ დაიჭერენ, რომ „არანაირი საფუძველი არ არსებობს სამართლებრივი“.

 


„ივანიშვილის გუნდის დეპუტატებს მივმართავ განსაკუთრებით და მურუსიძეებს და ჩინჩალაძეებს. ხომ იძახეს თქვენმა პოლიტიკურმა ლიდერებმა, რომ მელია გირაოს გადაიხდის, გადაიხდის, გადაიხდის, დაზუთხულივით, აი, 3-4 დღე ხომ ამაზე საუბრობდა კალაძე, კობახიძე, თალაკვაძე, გახარია, ყველა, ყველა, ყველა, ღარიბაშვილი და ა.შ. ხომ არ გადავიხადე გირაო? ვთქვი, რომ არ გადავიხდი გირაოს და ვერ დამიჭერთ. ანუ ვინ აღმოჩნდა მართალი, მე თუ თქვენი პოლიტიკური ლიდერები „ქართულ ოცნებაში“? - მე. ამიტომ, ახლა როდესაც ვამბობ, რომ ვერ დამიჭერთ, ვის უნდა დაუჯეროთ? თქვენს პოლიტიკურ ლიდერებს კი არ უნდა დაუჯეროთ, უნდა დაუჯეროთ მელიას. მელიას იცით, რატომ ვერ დაიჭერენ? იმიტომ, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს სამართლებრივი და კობახიძე-გავრილოვი-მურუსიძე-კალაძის დასაჭერი ნამდვილად არა ვარ და ვერ დამიჭერენ. ძალიან მიკვირს, რატომ ბაქიბუქობენ იმ საკითხზე, რისი თავიც არ აქვთ. გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით, ამის თავი არ აქვთ და ვერ დამიჭერენ“, განაცხადა ნიკა მელიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი