ამირან გამყრელიძე მოსახლეობას დაჟინებით მოუწოდებს, არ გათამამდნენ და ყველანაირ თავყრილობებს თავი აარიდონ
15-02-2021, 12:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძეს განცხადებით, ბოლო კვირების განმავლობაში ტესტირება ჩაუტარდა სკოლის 49 777 პედადგოგს და დადებითობის მაჩვენებელი მხოლოდ 0.2 პროცენტია, 20 000-მდე გამოკვლეული ტაქსის მძღოლიდან დაახლოებით 0,5 პროცენტი, ბაზრობის მოვაჭრეებში 0,4, რელიგიის მსახურებში 1, მოლებსა სავაჭრო დიდ ცენტრებში 0.2 მეათედი.

 


მიუხედავად ამისა, გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, არ გათამამდნენ და ყველანაირ თავყრილობებს თავი აარიდონ.

 


„ვატყობთ, რომ შესაბამისი რეკომენდაციები არის დაცული, მაგრამ ხაზს ვუსვამ, არ უნდა გავთამამდეთ. მოგეხსენებათ, ყველაზე მთავარი, რაც აგვისტოში დიდმა თავშეყრებმა და ყველანაირმა დიდმა წვეულებებმა მოგვცა, შემდეგ ეს გადაიზარდა ოქტომბერ-ნოემბერში სერიოზულ ეპიდაფეთქებაში, იგივე რომ არ გამეორდეს ქვეყანაში, უნდა ვიყოთ ძალიან მორიდებული და ფრთხილი.

 


მიუხედავად იმისა, რომ დღეს რესტორნების ღია სივრცეები გაიხსნა, გარკვეული პერიოდის, დაკვირვების შემდეგ ალბათ თავად რესტორნებიც გაიხსნება, არ უნდა გავთამამდეთ და უარი უნდა ითქვას გარკვეული და საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დიდ თავყრილობებზე, იქნება სამხიარულო, ჭირის, თუ სამეცნიერო. ყველანაირ თავყრილობაზე უარი უნდა ითქვას, რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მომატებული რისკ-ფაქტორი ინფექციის გავრცელების. ამიტომ, გთხოვთ, ამაზე ხშირად გამახვილდეს ყურადღება. გარდა იმისა, რომ აღსრულებას უყურებს შესაბამისი ორგანიზაციები, თვითშეგნება და ადამიანების დამყოლობა არის მთავარი“, განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი