GUARDIAN.GE-ის ფოტო: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოში ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის შემსუბუქების შესახებ კომენტირებისას თქვა, რომ ასეთი ნაბიჯის გადადგმას წინ ძალიან დიდი ანალიზი უნდა უძღოდეს.
როგორც მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, სწორედ ნოემბერში დაწესებულმა ამ წერტილოვანმა შეზღუდვამ მისცა მთავრობას ეკონომიკური საქმიანობების გახსნის საშუალება.
„სწორედ ამ გადაწყვეტილების გამო ჩვენ დღეს შეგვიძლია ვილაპარაკოთ შემსუბუქებაზე. იმიტომ, რომ ეს იყო ისეთი ამკრძალავი ზომა, რომელმაც სხვა ქვეყნებშიც და საქართველოშიც მოგვცა პოზიტიური ეფექტი. რა თქმა უნდა, მის შემსუბუქებაზე ან გაუქმებაზე მსჯელობას წინ ძალიან დიდი ანალიზი უნდა უძღოდეს, რადგან არ შეიძლება ყველაფერი ერთად შევამსუბუქოთ. ჯერჯერობით ამაზე მსჯელობა არ არის“, - განცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე მთავრობისთვის პრიორიტეტული ჯერ კიდევ დახურული სფეროების - საბავშვო ბაღების, სპორტული დარბაზების გახსნა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ფუნქციონირების აღდგენაა.
„ღამის საათების შეზღუდვას სავარაუდოდ უფრო მოგვიანებით მოვიტოვებთ. ნუ ვიჩქარებთ, იმიტომ, რომ შეიძლება, ერთმა გაუფრთხილებელმა ნაბიჯმა შემდეგ პრობლემა შექმნას და გვაიძულოს რაღაც უკან გამოვითხოვოთ, რაც ძალიან არ გვინდა“, - განაცხადა თურნავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.