თსუ-ს აკადემიური საბჭო უნივერსიტეტის რექტორის ლადო პაპავას გადადგომის მოთხოვნით გამოსულ სტუდენტებს დიალოგის წინადადებით მიმართავს. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ერთმა ნაწილმა გარკვეული პრობლემების მოგვარების მიზნით საპროტესტო აქციებს მიმართა. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო პატივს სცემს სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა არასწორად მიიჩნევს მოთხოვნების შესასრულებლად რადიკალური ზომების, ამ შემთხვევაში შიმშილობის ფორმის, გამოყენებას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ცოცხალი ორგანიზმია, რომელშიც ადმინისტრაციული და სასწავლო პროცესის სრულყოფა მუდმივად ხდება. გარკვეული პრობლემები ნამდვილად არსებობს, რომელთა გადაჭრა ეტაპობრივად, მხოლოდ დიალოგის გზით, სამუშაო რეჟიმში და სტუდენტების უშუალო ჩართულობით უნდა მოხდეს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო მოგმართავთ, უარი არ თქვათ დიალოგსა და თანამშრომლობაზე, რადგან თითოეული ჩვენგანი არის უნივერსიტეტის ნაწილი, რაც დიდი პასუხისმგებლობაა. ყოველი ნაბიჯი მხოლოდ უნივერსიტეტის ინტერესების გათვალისწინებით და უნივერსიტეტის სასარგებლოდ უნდა გადავდგათ", - ნათქვამია თსუ-ს აკადემიური საბჭოს განცხადებაში.
ლადო პაპავას გადადგომის მოთხოვნით, სტუდენტთა ერთმა ნაწილმა გუშინ გვიან ღამით, რექტორის კაბინეტთან შიმშილობა დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.