„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა, „მათ შორის უტიფარი და გამჭვირვალე ფორმით. მელია არსად არ გარბის, რა გირაოა საჭირო“.
„ოღონდ წავიდეს მელია და სიამოვნებით გაუშვებენ. მთელი ეს საქმე შეკერილია. თავადაც ყველამ იცის და ამიტომ, თვითონ მოიქციეს ამ კუთხეში თავი. თუ ამ ნაბიჯს გადადგამენ და ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერს დააკავებენ ამ აბსურდული ბრალდებით, ეს პოლარიზაციას კი არ შეამცირებს, არამედ ბრაზს გაასმაგებს. საპროტესტო აქციები ყველა შემთხვევაში გარდაუვალია. თუ დააკავებენ, ამ გეგმაში შევა მნიშვნელოვანი ცვლილებები“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.