ყოფილი მოსამართლეები დისკრიმინაციულ მდგომარეობაზე ალაპარაკდნენ და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების თანაბარ -1 200 ლარის ოდენობის პენსიას ითხოვენ
15-02-2021, 18:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყოფილი მოსამართლეები მათდამი გულგრილ დამოკიდებულებაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების მიმართ ადგილი აქვს დისკრიმინაციას, რაც მათი საპენსიო უზრუნველყოფის საკითხს უკავშირდება.

 

 

მათი განცხადებით, უზენაესი სასამართლოს ყოფილ მოსამართლეებს სამოსამართლო უფლებამოსილების დასრულებისთანავე ეძლევათ 1 200 ლარი პენსიის სახით, ხოლო პირველი და მეორე ინსტანციის ყოფილ მოსამართლეებს პენსიის მიღება მხოლოდ 65 წლის ასაკში შეუძლიათ, ისიც მხოლოდ 560 ლარის ოდენობით. ამას კი, პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები  დისკრიმინაციას უწოდებენ.

 

 

ახალი ამბების სააგენტო GUARDIAN.GE-ისთვის გამოგზავნილ წერილში, რომელსაც 10 ყოფილი მოსამართლე აწერს ხელს, საკითხის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული 2017-2021 წლების სასამართლო სისტემის სტრატეგიით გათვალისწინებული რეფორმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების კონტექსტში განხილვაა მოთხოვნილი.

 

 

ყოფილმა მოსამართლემ, ლეილა არხოშაშვილმა საკანონმდებლო წინადადება პარლამენტშიც შეიტანა და მოითხოვა, რომ პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეების პენსიაც იმავე ოდენობით - 1200 ლარით - განსაზღვრულიყო, როგორც ეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს აქვთ, თუმცა საკითხი დღემდე გადაწყვეტილი არ არის. 

 

 

GUARDIAN.GE ყოფილი მოსამართლეების წერილს სრულად გთავაზობთ.

 

 

„ძალიან რთულია, ყოფილ მოსამართლეებს დასჭირდეთ, წლების განმავლობაში, სამართლის ძიება. თუ სამართალს ვერ პოულობს მოსამართლე, მოქალაქემ როგორ უნდა იპოვოს. ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები და იმედია, ამ სტატიას არავინ შეხედავს ამ თვალით.

 


საქმე ეხება ყოფილი მოსამართლეების მიმართ გულგრილ დამოკიდებულებას, კერძოდ, პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების მიმართ. საქმე ეხება დისკრიმინაციას, კერძოდ, აღნიშნული ინსტანციის ყოფილი მოსამართლეების საპენსიო უზრუნველყოფის საკითხს. მოგეხსენებათ, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეები ამთავრებენ თუ არა სამოსამართლო უფლებამოსილებას, მაშინვე იღებენ 1200 ლარს, ხოლო პირველი და მეორე ინსტანციის ყოფილი მოსამართლეები უნდა დაელოდონ 65 წელს, რომ მიიღონ პენსია 560 ლარი. როგორც ავღნიშნეთ, ეს არის დისკრიმინაცია, არ შეიძლება მოსამართლეების ნაწილი რაიმე ნიშნით პრივილეგირებულ მდგომარეობაში იყვნენ.

 

 

აღნიშნული საკითხის აღმოსაფხვრელად, ლეილა არხოშაშვილმა პარლამენტში შეიტანა საკანონმდებლო წინადადება, რომელიც მოსასმენად იქნა გატანილი 2018 წლის 09 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე. საკანონმდებლო წინადადება ეხებოდა საერთო სასამართლოების შესახებ  საქართველოს ორგანულ კანონში და სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანას.  საკანონმდებლო წინადადებით, ლეილა არხოშაშვილი ითხოვდა, პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეების პენსია განსაზღვრულიყო 1200 ლარით, როგორც აქვთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს. კომიტეტმა გაიზიარა მთავრობის პოზიცია, რომ საკითხი განხილული ყოფილიყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული 2017-2021 წლების სასამართლო სისტემის სტრატეგიით გათვალისწინებული რეფორმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების კონტექსტში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, არსებობს იუსტიციის საბჭოს მიერ დამტკიცებული სტრატეგია, რომელიც იმავე საკითხს ეხება. სტრატეგიის შემუშავების საჭიროება განპირობებულია, სწორედ, დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად. 

 

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის 2017 წლის 29 მაისს #1/162 გადაწყვეტილებით 2017-20121 წწ. სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და მისი იმპლემენტაციის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა იქნა დამტკიცებული. (იხ. http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/martlmsajuleba-da-kanoni-2017w-n2.pdfგვ.5).

 

 

„სასამართლო სისტემის სტრატეგია 2017-2021 წლებისთვის“ - ვკითხულობთ, რომ „...სასამართლო სისტემის რეფორმა სახელმწიფო მნიშვნელობის პროცესია, რომელიც ემსახურება სასამართლოს დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის, ანგარიშვალდებულების, ეფექტიანობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. სტრატეგიული მიმართულებები უნდა პასუხობდეს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების სათანადოდ შესრულებას საერთო სასამართლოების სისტემაში, ასევე ითვალისწინებდეს არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის საუკეთესო გზებს/საშუალებებს გვთავაზობდეს...“ (http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/martlmsajuleba-da-kanoni-2017w-n2.pdfგვ.7)

 

 

„...სტრატეგია ასევე ითვალისწინებს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სასამართლოების მოთხოვნებსა და რეკომენდაციებს, რათა სასამართლო სისტემაში მიმდინარე ცვლილებები მაქსიმალურად დაეხმაროს საქართველოს სწრაფვას, გაერთიანდეს ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში...“ (http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/martlmsajuleba-da-kanoni-2017w-n2.pdfგვ.7)

 

 

„..სტრატეგიის შემუშავების პროცესის გამჭვირვალობისთვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად და სამოქალაქო საზოგადოების ფართო მონაწილეობით, ჩამოყალიბდა სტრატეგიული კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში წარმოდგენილნი არიან: საერთო სასამართლოების მოსამართლეები, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს მთავარი პროკურატურა, ფინანსთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სამდივნო, სახალხო დამცველი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები. სტრატეგიის შემუშავების პროცესის მართვას ორგანიზებას უწევდა საკონსულტაციო კომპანია „სინერჯი ჯგუფი.“ სტრატეგიაზე მუშაობა დონორი ორგანიზაციების – „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების“ (GIZ), ევროკავშირის „სასამართლო მხარდაჭერის პროექტის“, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG), ევროსაბჭოს საქართველოს ოფისის მხარდაჭერითა და აქტიური ჩართულობით მიმდინარეობდა. სტრატეგიის შემუშავება დონორების მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტების  ხელმძღვანელობით წარიმართა...“ (http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/martlmsajuleba-da-kanoni-2017w-n2.pdfგვ.7-8)

 

 

„...ძირითადი გამოწვევები...5. მოსამართლის სოციალური გარანტიების არასაკმარისობა. მოსამართლის ანაზღაურების დაანგარიშების არაეფექტური სისტემა: სამოსამართლო და საერთო სტაჟის გაუთვალისწინებლობა, არათანაბარი მიდგომები სხვადასხვა ინსტანციის მოსამართლისადმი, პენსიების არაადეკვატური ოდენობა; ხელფასებისა და პენსიების დაუცველობა ინფლაციისაგან...“ (http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/martlmsajuleba-da-kanoni-2017w-n2.pdf გვ.18)

 

 

„...2.3.3. გადაიხედოს ორგანული კანონით განსაზღვრული საპენსიო სისტემა; დადგინდეს, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს მოსამართლეს პენსიით, რომელიც ოდენობით მიახლოებული უნდა იყოს მის ბოლო სამოსამართლო ხელფასთან; აღმოიფხვრას დისპროპორციული განსხვავება უზენაესი სასამართლოსა და ქვედა ინსტანციის მოსამართლეების პენსიის ოდენობას შორის. აღნიშნული უნდა განხორციელდეს საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურების ერთიანი რეფორმის კონტექსტში და საპენსიო რეფორმის გათვალისწინებით. ასევე, ხელფასი და პენსია გარანტირებული უნდა იყოს მაკროფისკალური პარამეტრების ცვლილებების პირობებში...“ (http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/martlmsajuleba-da-kanoni-2017w-n2.pdfგვ.15)

 

 

3. მოსამართლეთა პენსიებისა და ხელფასების ერთიანი და სამართლიანი სქემა შემუშავებულია...“ (http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/martlmsajuleba-da-kanoni-2017w-n2.pdfგვ.51)

 

 

„(პროგრამები)...1.2.4. ანაზღაურებისა და საპენსიო სისტემის გამართვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად (http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/martlmsajuleba-da-kanoni-2017w-n2.pdfგვ.53)

 

 

(აქტივობები) 1. მოსამართლეთა ანაზღაურებისა და საპენსიო საერთაშორისო მოდელების თაობაზე კვლევის განხორციელება; (http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/martlmsajuleba-da-kanoni-2017w-n2.pdfგვ.53)

 

 

(პასუხისმგებელი უწყება) იუსტიციის უმაღლესი საბჭო

 

 

(თანაპასუხისმგებელი უწყება) იუსტიციის სამინისტრო/პარლამენტი, ფინანსთა სამინისტრო  (http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/martlmsajuleba-da-kanoni-2017w-n2.pdf  გვ.53)

 

 

საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის დასკვნის საფუძველზე, ლეილა არხოშაშვილმა  მიმართა საქართველოს  იუსტიციის უმაღლეს  საბჭოს, რომ ერთობლივად წარედგინათ საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში. იუსტიციის საბჭომ მიზანშეწონილად ჩათვალა, საკანონმდებლო წინადადების პროექტის განხილვა სამუშაო ჯგუფის მიერ, შესაბამისი კანონპროექტის შემუშავების დაწყების ეტაპზე, თუმცა, დღემდე ეს „ეტაპი“ ჯერ არ დაწყებულა. ლეილა არხოშაშვილი და ნუგზარ ბირკაია პირადად შეხვდნენ იუსტიციის საბჭოს მდივანს, ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ საბჭოს მდივანთან შეხვედრა დიდი იმედის მომცემი არ ყოფილა.

 

 

საბჭოს არაერთხელ მიმართა ლეილა არხოშაშვილმა, მაგრამ ყველა პასუხი შინაარსით ერთმანეთის მსგავსია, უარს არ გვეუბნებიან და ვერც გვეტყვიან, სტრატეგიიდან გამომდინარე, მაგრამ არანაირი იმედის მომცემი არ არის მათი პასუხები.

 

 

2020 წლის 11 სექტემბერს ყოფილ მოსამართლეთა ერთობლივი განცხადების პასუხად გვეცნობა, რომ სტრატეგიის შესაბამისად, „იუსტიციის საბჭოს მიერ მომზადებული იქნა კვლევა მოსამართლეთა საერთაშორისო საპენსიო მოდელების თაობაზე, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის მაგალითების საფუძველზე განხილულია მოსამართლეთათვის პენსიის ოდენობის გამოთვლისა და გაცემის არსებული წესები“ და შეგვპირდნენ, რომ ეს კვლევა განხილული იქნებოდა სამუშაო ჯგუფის ფარგლებში და ჩვენი საკანონმდებლო წინადადების პროექტის განხილვა მოხდებოდა სამუშაო ჯგუფის მიერ შესაბამისი კანონპროექტის შემუშავებისას. მას შემდეგ საკმარისი დრო გავიდა, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით, არანაირი შეტყობინება არ ყოფილა მათი მხრიდან ანალოგიური შინაარსის პასუხი გვეცნობა, ჯერ კიდევ 2019 წლის 08 აგვისტოს. ჩვენი განცხადების პასუხად გვატყობინებდნენ, რომ „საპენსიო უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, მომზადებული იქნა კვლევა, რომელიც აგვისტოს  თვეში გადაეცემოდა პირველ კომიტეტს“, სატელეფონო შეტყობინებით კი,ცნობილი გახდა, რომ  აგვისტოს თვეში უკვე გადაეცა პირველ კომიტეტს. როგორც აღვნიშნეთ, ერთი წლის შემდეგ ისევ გვპირდებიან, რომ ამ საკითხს განიხილავდა სამუშაო ჯგუფი. თუ გადაცემული იყო კვლევების შედეგები 2019 წელს, ერთი წლის განმავლობაში რატომ არ უნდა მომხდარიყო ამ საკითხის განხილვა, როდესაც სტრატეგიით, იუსტიციის საბჭო ვალდებული იყო, ჯერ კიდევ 2018 წელს წარედგინა პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება.

 

 

2018 წელს,  საქართველოსიუსტიციისუმაღლესისაბჭოსპირველისამუშაოჯგუფისერთ-ერთი შეხვედრის დროს ლეილა არხოშაშვილს საბჭოს მდივანი და წევრები დაპირდნენ, რომ მოიწვევდნენ სპეციალურ სხდომას, ამ საკითხის განსახილველად, მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა.

 

 

მომზადებული კვლევის მასალების ასლების გადმოგზავნაზეც უარი მივიღეთ. გვიჩნდება ეჭვი, რომ, საერთოდ, არანაირი კვლევა არ ჩატარებულა, თუ ჩატარდა, აქამდე უნდა დანიშნულიყო საბჭოს სხდომა და დაწყებულიყო საკანონმდებლო წინადადების შემუშავების ეტაპი, 2021 წელიც მოვიდა. გამოდის, რომ სტრატეგია მხოლოდ ფურცელზეა დაწერილი და შესრულება არ უწერია, რაც, ვფიქრობ, არასასიამოვნო ფაქტი იქნება სასამართლო რეფორმის ე.წ. ტალღებისათვის.

 

 

ამ დროს, ყოფილი მოსამართლეებისთვის საპენსიო უზრუნველყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ და ალბათ, ბევრი ასეთ მდგომარეობაში იყო. მთელი ათი წელი დავიწყებული გვქონდა პირადი ცხოვრება, დღე და ღამეს ვასწორებდით, რომ ვისმეს უფლება არ შელახულიყო. ლეილა არხოშაშვილი 1999 წლიდან მუშაობდა დუშეთში, პარალელურად, მივლინებული იყო თიანეთის რაიონულ სასამართლოში, 2005 წელს თბილისში გადმოიყვანეს, მაშინ როდესაც თბილისის რაიონების სასამართლოების გაერთიანება მოხდა. 1500 (ათას ხუთასი) საქმე ჩაიბარა. 2008 წელს მივლინებით გაუშვეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში. ამ დროს მისი შვილი წლის და ცხრა თვის იყო. იქ გადავიდნენ საცხოვრებლად, ძიძასთან ერთად. სასამართლო იყო მისთვის მთელი  ცხოვრება. 10 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ისარგებლა კუთვნილი შვებულებით. 2009 წლის ოქტომბერში დაუმთავრდა მოსამართლეობის 10 წელი. ამის შემდეგ არავის უკითხავს მშივრები იყვნენ, ცოცხლები თუ მკვდრები. ასევე, როლანდ ვარაზაშვილი, რომელსაც  მუშაობის მრავალწლიანი სტაჟი აქვს და როგორი გაჭირვება აქვს გამოვლილი მუშაობის პერიოდში. ასევე, მარიამ დარისპანაშვილი, რამდენიმე რაიონში იქნა მივლინებული, ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან რთულია და მას ელემენტარული სახსრები არ გააჩნია, რომ გამოკვლევები ჩაიტაროს და იმკურნალოს. აღარ შეგაწყენთ თავს მსგავსი მაგალითების ჩამოთვლით. იმის მაგივრად, რომ გამოცდილი, კვალიფიციური, სამართლიანი ყოფილი მოსამართლეები კვლავ დაეტოვათ სასამართლო სისტემაში, მათი განვლილი წლების შეფასების გათვალისწინებით, არავინ დაინტერესდა, აღარ სჭირდებოდათ, ალბათ, იმიტომ, რომ ისინი მხოლოდ სამართალს ემსახურებოდნენ.

 

 

ვფიქრობთ, ნებისმიერი მთავრობა დაინტერესებული უნდა იყოს სასამართლოს რეფორმით. სასამართლოს რეფორმა კი საპენსიო უზრუნველყოფით უნდა დაიწყონ.  სასამართლოდან იწყება სამართალი. მოქალაქე, რომელსაც სასამართლოს ნდობა ექნება, ყოველთვის მოქმედ პარტიას დაუჭერს მხარს. მოსამართლე კი, რომელსაც ეცოდინება, რომ ღირსეული საპენსიო უზრუნველყოფა ექნება, ისე იმუშავებს, რომ სასამართლოს ავტორიტეტი ამაღლდეს. როგორც მოგახსენეთ, სასამართლო არის ყველა მთავრობის საყრდენი, თუ მოქალაქე სამართალს ვერ იპოვნის სასამართლოში, ის მთავრობის უკმაყოფილო იქნება ყოველთვის. მიუხედავად ამისა და, ასევე, თანაპასუხისმგებლობისა, არაფერი კეთდება სტრატეგიით გათვალისწინებული საკითხის შესასრულებლად.

 

 

ჩვენ მაინც ვიტოვებთ იმედს, რომ სიმართლე გაიმარჯვებს“, ნათქვამია ყოფილი მოსამართლეების წერილში.

 

 

ყოფილი მოსამართლეები:

 

ლეილა არხოშაშვილი

 

ნუგზარ ბირკაია

 

მაგული კუნჭულია 

 

როლანდ ვარაზაშვილი

 

ვიოლეტა გაგუა

 

ნუგზარ კვარაცხელია

 

ნაზი დოთიაშვილი

 

მარინა დარისპანაშვილი

 

ნაირა დურგლიშვილი 

 

მათიკო ხურციძე

 

კომენტარები: 4
#4   Britt
      
Cazeus Casino bietet eine benutzerfreundliche Erfahrung mit einem klaren und modernen Interface.

Für detailliertere Anfragen oder weniger dringende Probleme bietet das Cazeus Casino eine
E-Mail-Support-Option an. Egal, ob Sie technische Schwierigkeiten haben, Fragen zu Ihrem Konto haben oder Klarheit
über Boni benötigen, der Live-Chat ist der effizienteste Weg,
um Hilfe zu erhalten. Das responsive Design passt sich mühelos an verschiedene Bildschirmgrößen an, sei es auf Smartphones oder Tablets, und bietet dabei hochwertige Grafiken und Spielqualität.
Roulette-Fans können zwischen amerikanischen, europäischen oder französischen Varianten wählen, die
jeweils ein etwas anderes Erlebnis bieten.
Die Blackjack-Tische bieten günstige Regeln und eine Reihe von Einsatzlimits,
sodass sowohl Anfänger als auch Experten das Spiel genießen können.
Ob Sie ein Fan klassischer Tischspiele oder der neuesten Videoslots sind, hier ist für jeden etwas dabei unter
mehr als 5000 Spielen. Cazeus hat sich als zuverlässige Plattform für Online-Glücksspiele etabliert und bietet eine breite Palette
an Spielen, transparente Bedingungen und attraktive Boni.
Cazeus casino bietet rund um die Uhr mehrsprachigen Support,
großzügige Cashback-Angebote, Turniere und maßgeschneiderte Angebote für deutsche
Spieler.
50 Freispiele ohne Einzahlung + 100% Bonus bis zu 300€ + 100
Freispiele Zusätzlich gibt es Links zu Hilfsorganisationen, wobei nur gamblingtherapy.org deutschsprachige Unterstützung anbietet.
Es werden Tipps zur Selbsteinschätzung und
Fragen zur Reflexion des eigenen Spielverhaltens angeboten. Freispielgewinne sind auf 50€ (für 1-50 Freispiele) bzw.


References:
https://online-spielhallen.de/vegas-casino-cashback-ihr-bonus-auf-verlorene-eins
atze/
20 დეკემბერი 2025 09:42
#3   Kristal
      
I don't even know how I ended up here, but
I thought this post was good. I don't know who you are but
certainly you are going to a famous blogger if you aren't already ;) Cheers!


My homepage: Chang
5 ნოემბერი 2021 05:25
#2   Adam
      
My partner and I absolutely love your blog and find almost all of
your post's to be just what I'm looking for.
Would you offer guest writers to write content for you? I wouldn't mind producing a post or elaborating on a few of the subjects you write about here.
Again, awesome website!

Feel free to surf to my blog; Irish
30 ოქტომბერი 2021 04:32
#1   Rogelio
      
Excellent post. I will be experiencing some of these issues as well..



Feel free to surf to my web-site; Cathryn
27 ოქტომბერი 2021 14:15
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი