თინა ხიდაშელი: პასუხი ყველა იმ კითხვაზე, რომელზეც ნიკა გვარამია საუბრობდა, მის ხელშია
22-10-2015, 00:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით გამოძიების გასაღები ხელში თავად ნიკა გვარამიას უჭირავს, - ამის შესახებ თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.


"მე ვუსმინე გუშინ ბატონ გვარამიას, გუშინვე დაიწყო პროკურატურამ გამოიძიება, უკვე ჩააბარა მათ უწყისი. აქ საკითხი ძალიან მარტივად არის. ამ საქმის უსწრაფესი გამოძიება, მასზე რეაგირება, პასუხი ყველა იმ კითხვაზე, რომელზეც ნიკა გვარამია საუბრობდა, მის ხელშია. გამოძიების გასაღები ხელში უჭირავს ნიკა გვარამიას", - განაცხადა ხიდაშელმა.


მისივე თქმით, ნიკა გვარამია ითანამშრომლებს სრულფასოვნად გამოძიებასთან, შესაბამისად იტყვის ვის შეხვდა, როდის შეხვდა, სად შეხვდა, რაზე იყო საუბარი და შემდეგ უმარტივესია ამ საქმის გამოძიება, ან არ ითანამშრომლებს, შესაბამისად, "რუსთავი2"-ს მუდმივად ექნება იმის უფრო მეტი შესაძლებლობა, მორიგი საუბრები ჰქონდეს იმაზე, რომ არაეფექტურია ხელისუფლება.


"ერთადერთი ადამიანი, რომელსაც დღეს შეუძლია ამ გამოძიების ეფექტურობა და სისწრაფე უზრუნველყოს, ეს არის ნიკა გვარამია", - განაცხადა ხიდაშელმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი