ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 5 ნორჩ მხატვარს ბელარუსის საელჩომ დიპლომები გადასცა, ხოლო მუნიციპალიტეტმა სუვენირები.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, 2020 წლის ზაფხულში ბელარუსის საელჩომ საქართველოში გამოაცხადა ბავშვთა ნახატების მე -7 საერთაშორისო კონკურსი „მეგობრობენ პლანეტის ბავშვები“, რომელსაც ესწრებოდა 4 500-ზე მეტი ბავშვი 27 ქვეყნიდან.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, ქ. ნინოწმინდის სკოლისგარეშე ახალგაზრდული სასწავლო ცენტრის ნორჩმა მხატვრებმა, თავიანთი ნახატებით წარმოადგინეს (მასწავლებელი: ცნობილი მხატვარი სარგის აროიანი), მათგან ხუთი ახალგაზრდა მხატვარი ( არმინე აბრამიან, მარიამ აბრამიან, ალიონა ტონაკანიან, მანას მანასიან და ოვანეს იაჟიან) - 50 გამარჯვებულთა სიაში მოხვდა.
საელჩომ 5 ახალგაზრდა მხატვარს ალენა ტონაკანიანს, არმინე აბრამიანს, მარიამ აბრამიანს....) დიპლომები გაუგზავნა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა, ანი მოსოიანმა მერიის კულტურის სამსახურთან ერთად, ახალგაზრდა მხატვრები სუვენირებითაც წაახალისა. ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე ვაჰან აროიანიც ესწრებოდა.
მიმდინარე წლის ზაფხულს ჩატარდება ახალგაზრდა მხატვართა მე - 8 საერთაშორისო კონკურსი, რომელშიც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს ოფიციალური მიწვევა აქვს.
ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.