სოზარ სუბარის განცხადებით, აქვთ ინფორმაცია „ნაცმოძრაობიდან“, რომ ნიკა მელია ოფისში ჩაკეტვას და სხვა ადამიანების ამოფარებას აპირებს
16-02-2021, 13:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ნიკა მელია ოფისში ჩაკეტვას და სხვა ადამიანების ამოფარებას აპირებს, რის შესახებაც ინფორმაცია „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებისგან აქვთ.

 


როგორც მან პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პროვოკაციული მცდელობების მიუხედავად, კრიმინალისგან წამებულს ვერ შექმნიან.

 

 

„ნიკა მელიას მხრიდან გირაოს არ გადახდის და მართლმსაჯულების სისტემის საბოტაჟთან დაკავშირებით უამრავი არაადეკვატური და დესტრუქციული განცხადება მოვისმინეთ.

 


მას შემდეგ, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ მესამე პირის მეშვეობით ნიკა მელიას გირაოს თანხის შეტანისა და ამის „ქართულ ოცნებაზე“ გადაბრალების გეგმა ჩაუვარდა, მათ ახალი პროვოკაცია დაგეგმეს.

 


ჩვენი ინფორმაციით, ნიკა მელია არ გამოცხადდება სასამართლოში და მართლმსაჯულებას დაემალება, პროკურატურა კი ვალდებულია, რომ მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტით ბრალდებული მართლმსაჯულების სისტემის წინაშე წარადგინოს.

 


„ნაციონალური მოძრაობის“ რიგებიდან ჩვენ ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომელიც მათი საჯარო გამოსვლებითაც დასტურდება, რომ სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების შემდეგ, თუკი სასამართლო აღმკვეთი ღონისძიების გამკაცრების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობას დააკმაყოფილებს, ნიკა მელია “ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ჩაკეტვას და წინ სხვა ადამიანების აფარებას აპირებს, როგორც ეს ერთხელ უკვე გააკეთა 20 ივნისს.

 


ნიკა მელიას საკითხთან დაკავშირებით, რადიკალურ ოპოზიციას იმდენად უარგუმენტო და ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია აქვს, რომ დასახმარებლად კვლავაც გავრილოვის და რუსეთის ფაქტორის გამოყენება სცადეს და როგორც ყოველთვის, მათ რუსეთიდან მიიღეს ეს დახმარება!

 


ისინი ცდილობენ ქვეყანაში დესტრუქციული პროცესების გამოწვევას, რაშიც როგორც ყოველთვის მათ ეხმარება რუსეთი და ეს, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი აღიარებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა!

 


ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ მათი პროვოკაციული მცდელობების მიუხედავად, კრიმინალისგან წამებულს ვერ შექმნიან!

 


საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა, სადაც კანონის წინაშე ყველა თანასწორია და მიუხედავად იმისა, თუ რა პროვოკაციებს განახორციელებს კონკრეტული სამართლადამრღვევი პირი, მართლმსაჯულება აუცილებლად აღსრულდება“, – აცხადებს სუბარი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი