ნათელაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის „ქოცი“ წევრის, ქეთევან დუმბაძის პაპა ასი წლის წინათ თბილისისაკენ მომავალ რუსეთის საოკუპაციო ჯარსა და სერგეი კიროვს წინ მოუძღვოდა
16-02-2021, 14:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ასი წლის წინათ თბილისისაკენ მომავალ რუსეთის საოკუპაციო ჯარსა და სერგეი კიროვს წინ მოუძღვოდა, საქართველოს პარლამენტის წევრის, ქეთევან დუმბაძის პაპა, რომელიც შემდგომ ბოლშევიკებმა დახვრიტეს.

 


„ისტორიული ფაქტია. ასი წლის წინათ თბილისისაკენ მომავალ რუსეთის საოკუპაციო ჯარსა და სერგეი კიროვს წინ მოუძღვოდა, არც მეტი არც ნაკლები, საქართველოს პარლამენტის „ქოცი“ წევრის, ქეთევან დუმბაძის პაპა, რომელიც შემდგომ ბოლშევიკებმა დახვრიტეს, რადგან არავის უყვარს გამოყენებული ნივთები. ეს ამბავი ერმა დაივიწყა დიდი ნოდარ დუმბაძის სიყვარულით, რომლის ფანად დავრჩები მთელი ცხოვრება მეც. ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა რომ ასი წლის შემდეგ უკვე ოკუპანტ გავრილოვს ამჯერად გზას გაუთეთრებდა იმ კაცის შვილიშვილი, ვინც ლენინი თბილისში შემოიყვანა. სამწუხაროა“, - წერს ნათელაშვილი „ფეისბუქზე“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი