„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი „ქართული ოცნების“ დეპუტატებს აფრთხილებს, რომ თუკი ისინი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას დაუჭერენ მხარს, ყველას თავისი ხელით „შეყრის ციხეში“.
„მივმართავ პარლამენტში მილიონების საშოვნად დასკუპებულ მილიონრებს - ოდიშარიადან დაწყებული, ხახუბიათი დაგვირგვინებული. როგორც კი ხელი გაგექცევათ ნიკა მელიას დასაჭერად პულტის დაწკაპუნებაზე, მოკლე ხანში ჩემი ხელით შეგყრით ყველას ციხეში და ეს გაფრთხილება კარგად გაიაზრეთ“, - წერს ნათელაშვილი „ფეისბუქზე“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.