სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ექიმ ზურაბ ვარაზის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
16-02-2021, 15:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ექიმ ზურაბ ვარაზის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

 


„გამოვთქვამთ მწუხარებას ბატონი ზურაბის გარდაცვალების გამო. მან თავისი ცხოვრება ეკლესიას დაუკავშირა და ბოლომდე მის სამსახურში იყო. იგი ყველას დაამახსოვრდება როგორც მშვიდი, ღვთისმოშიში, დაუზარელი, ფრიად კეთილი ადამიანი.

 


მინდა გავიხსენო ერთი შემთხვევა: სამედიცინო გამოკვლევისთვის მამა გაბრიელისგან (ურგებაძე) აღებული სისხლი მასთან მოხვდა და შეინახა. როდესაც, კარგა ხნის შემდეგ, ბატონმა ზურაბმა სინჯარა მოიძია, აღმოჩნდა, რომ სისხლი ახლადაღებულივით იყო. (დღეს ეს სიწმინდე ეკლესიაში ინახება). წმინდა მამასთან მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა და ამ ფაქტითაც დაუკავშირდა.

 


ღირსი მამა გაბრიელის მეოხებით, უფალმა შეიწყალოს ბატონი ზურაბის უკვდავი სული და სავანესა მართალთასა დააწესოს, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მომადლოს მშვიდობა და შინაგანი სიმტკიცე“, -აღნიშნავს პატრიარქი.

 

 

ექიმი ზურაბ ვარაზი დღეს დაკრძალეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი