2021 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო. მიმდინარე წელს სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მესტიის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილია 1 534 000 ლარი.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსდეს:
სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის, ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ.);
სარწყავი სისტემები;
სანიაღვრე არხები;
ნაპირსამაგრი სამუშაოები;
გზები და გზისპირა მოსაცდელები;
ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;
გარე განათება;
სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;
ამბულატორიის შენობები;
სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;
სკვერები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით;
წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;
მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა.
ადმინისტრაციული ერთეულების (გარდა დაბა მესტიისა) მაცხოვრებლებს შესაძლებლობა გაქვთ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შესარჩევი საპროექტო წინადადების განაცხადი (shorturl.at/wxzFL) წარადგინოთ თქვენთვის მისაღები ფორმით:
მატერიალური ან/და ზეპირი ფორმით - მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების სამსახურში (მისამართი: დაბა მესტია, სეტის მოედანი #1; ტელეფონი: +995599721216; ასევე მერის წარმომადგენელთან თქვენს ადმინისტრაციულ ერთეულში;
საპროექტო წინადადების ელექტრონული ფორმით გამოგზავნა შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე: lanamchedliani@gmail.com;
მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ თითოეულ საპროექტო წინადადებაზე, შესაბამისი სოფლის დასახლების საერთო კრებაზე, ჩატარდება ღია კენჭისყრა და შეირჩევა ხმების მარტივი უმრავლესობით უპირატესი პროექტი.
საპროექტო წინადადებების მიღების ბოლო ვადა გახლავთ 2021 წლის 22 თებერვალი, 17:00 საათი.
იხილეთ მესტიის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასახლების საერთო კრებების ჩატარების გრაფიკი (shorturl.at/mCDU3).
მესტიის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის პროცედურების განხორციელებას, საპროექტო წინადადებების მიღებას, საპროექტო წინადადების შემუშავების პროცესში კონსულტირებას, მოსახლეობასთან ურთიერთობასა და მათ ინფორმირებულობას უზრუნველყოფს მესტიის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განსაზღვრული კომისია.
ინფორმაციას მესტიის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.