საქართველოს პარლამენტის მიერ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, რომ გენერალური პროკურატურა ნიკანორ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს დღესვე მიმართავს.
„საქართველოს პარლამენტმა გენერალური პროკურორის წინადადების განხილვის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება და გენერალურ პროკურატურას ნება დართო, ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს. ეს სამართლებრივად ნიშნავს იმას, რომ პარლამენტმა გაიზიარა ის სამართლებრივი არგუმენტაცია, რაც გააჩნდა ბრალდების მხარეს ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა ფაქტი იმისა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების, ისე, როგორც კანონის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ყველა ადამიანისთვის, მიუხედავად მისი თანამდებობისა თუ პოლიტიკური კუთვნილებისა. საპარლამენტო იმუნიტეტი არ წარმოადგენს ინდულგენციას არც ერთი ადამიანისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით. რაც შეეხება შემდგომ პროცედურებს, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, გათვალისწინებული არის სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვა, რისი უფლებამოსილებაც გააჩნია ბრალდების მხარეს. დღესვე, ბრალდების მხარე უზრუნველყოფს შესაბამისი შუამდგომლობის წარდგენას თბილისის საქალაქო სასამართლოში. ვინაიდან საკითხი ეხება აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას, სასამართლომ შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში უნდა ჩანიშნოს სხდომა, სადაც მოხდება მხარეთა არგუმენტების მოსმენა“, განაცხადა პროკურორმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.