„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მელიას დაკავებას არ დაუშვებენ და მშვიდობიანი ფარის მეშვეობით, ამას წინ აღუდგებიან.
ბარამიძე აცხადებს, რომ „რეჟიმს მოუწევს, სპეცრაზმის გამოყენებით შტურმი მიიტანოს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე“.
„მოსალოდნელი იყო, რომ ეს პუტინის მსახური და პუტინის გეგმის შემსრულებელი ბანდა სწორედ ამას გააკეთებდა. მით უმეტეს, როდესაც გავრილოვის პირით მკაფიო ინსტრუქცია შემოთვალა პუტინმა. რადგანაც მან ჩათვალა, რომ უკვე მე-9 წელს ღიადაც უნდა ემორჩილებოდეს ეს რეჟიმი პუტინის ინსტრუქციებს და დროა, ღიად მიღებული ინსტრუქციების შესაბამისად იმოქმედონ. ამიტომ, არავის გაკვირვებია.
ჩვენი გეგმები არ იცვლება. ველოდით და ნათქვამიც გვქონდა, რომ არა მარტო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, არამედ სხვა პარტიის წარმომადგენლებიც და რიგითი ქართველები ყველა არის სოლიდარული ნიკა მელიას მიმართ. ყველა ეცდება, იყოს აქ, რათა მელიას ცოცხალ ფარად წინ დაუდგეს და არ მივცეთ საშუალება, ნიკა მელია სრულიად პოლიტიკური მოტივებით, თითიდან გამოწოვილი ბრალდებით დააპატიმროს და თავისუფლება აღუკვეთოს. მშვიდობიანი ფარი იქნება, წინ აღვუდგებით, რა თქმა უნდა, არაძალადობრივად. ოღონდ ეს იქნება ძალიან სერიოზული მშვიდობიანი წინააღმდეგობა. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ამ რეჟიმს მოუწევს, სპეცრაზმის გამოყენებით შტურმი მიიტანოს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე. ვნახოთ, ამას როგორ გააკეთებენ“, – განაცხადა გია ბარამიძემ.
საქართველოს პარლამენტის მიერ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ კი, პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, რომ გენერალური პროკურატურა ნიკანორ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს დღესვე მიმართავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.