მამუკა მდინარაძე: ნათელაშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი კლასტერი „შალვას ფანჩატურის ოპოზიციად გადააქცია... საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა“
16-02-2021, 17:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შალვა ნათელაშვილი რომ არ იყოს, მუქარა ძალიან ცუდია-თქო ვიტყოდი და შევაფასებდი, მაგრამ შალვა ნათელაშვილის განცხადებას სერიოზულად არ შევაფასებ, – აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „ლეიბორისტების“ ლიდერის განცხადების კომენტირებისას.

 


„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა პარლამენტში კენჭისყრის გამართვამდე „ქართული ოცნების“ დეპუტატები გააფრთხილა, რომ თუკი ისინი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას დაუჭერდნენ მხარს, ყველას თავისი ხელით „შეყრიდა ციხეში“.

 


მდინარაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი კლასტერი ნათელაშვილმა „შალვას ფანჩატურის ოპოზიციად გადააქცია“.

 

 

„ამ ადამიანს არ უნდა დავუკარგოთ, მაინც ძლიერი პოლიტიკოსი აღმოჩნდა, რადგან მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი კლასტერი შალვას ფანჩატურის ოპოზიციად გადააქცია. ეს შეძლო, ეს უნდა დავუფასოთ და ვუთხრათ, საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა მისი ბეგრაუნდის მიუხედავად.

 


რაც შეეხება ე.წ. მილიონერ დეპუტატებს, მართლაც არიან ძალიან შეძლებული. რამდენიმე ადამიანია, რომელსაც პოლიტიკური საქმიანობის დროს არ შეუძენია არაფერი და თავისი ქონებისთვის არ დაუმატებიათ. იყვნენ ძალიან წარმატებულები და „ნაცების“ ტელევიზიები ხალხს მათი ქონების ჩვენებით აბრაზებენ, მაგრამ ამ ადამიანებმა თავისი შრომით შეძლეს გარკვეული ქონების დაგროვება. პარლამენტში შემოსვლით მატერიალური სარგებელი არ მიუღიათ“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი