რომან გოცირიძე „ძალიან მძლავრ“ პროტესტს აანონსებს და აცხადებს, რომ მელიას დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილების ერთადერთი მიმღები ივანიშვილია
16-02-2021, 19:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, ნიკა მელია უსამართლო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოა. მისი თქმით, თუ ივანიშვილი ვაბანკზე წავა, მაშინ საპასუხოდ ძალიან ძლიერ დარტყმას მიიღებს ოპოზიციიის მხრიდან.

 


გოცირიძე აცხადებს, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელის დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილების ერთადერთი მიმღები ივანიშვილია. იგი „ძალიან მძლავრ“ პროტესტს აანონსებს.

 

 

„ხელისუფლების თავხედობით კრიზისი არის შესული იმ ზომამდე, რომ განმუხტვის ერთადერთი საშუალებაა, დავნიშნოთ რიგგარეშე არჩევნები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ხელისუფლება ცუდად დაამთავრებს. დღეს ჩვენ ვიხილეთ სამარცხვინო ადამიანები პარლამენტში. გაუსვრელები გასვარეს იმ ადამიანებმა, ვინც ერთხელ უკვე ჩაიდინეს ეს უმსგავსობა. როცა ერთხელ დააჭირეს ღილაკს, სამომავლოდ უკვე ყველაფერზე წამსვლელები გახდნენ, ყველაფრის მკადრებლების სინდრომი არის ღილაკზე ხელის დაჭერა.

 

 

ეს იყო ივანიშვილისადმი მონური მორჩილების დადასტურება. დღეს ვხედავთ, რომ მთელი საქართველო არის ამ უსამართლო რეჟიმის წინააღმდეგ და ნიკა მელია არის სიმბოლო ამ ბრძოლისა. ეს ბრძოლა დამთავრდება გამარჯვებით. ჩვენ გვახსოვს, რომ ზუსტად ასეთივე სცენარი წარიმართა მაშინ, ივანიშვილმა დილის 9:00 საათზე დანიშნა კომიტეტის სხდომა და მეორე დღეს სასამართლოში უნდა ყოფილიყო გამოტანილი გადაწყვეტილება დაპატიმრების შესახებ. ბოლოს მიხვდა, რომ მუქარა იყო საერთაშორისო პარტნიორებიდან და უკან დაიხია. ვნახოთ, ეყოფა კეთილგონიერება, თუ წავა ვაბანკზე. წავა ვაბანკზე და მიიღებს საპასუხოდ ძალიან ძლიერ დარტყმას ოპოზიციიის მხრიდან.

 

 

 

ივანიშვილმა დღეს კიდევ ერთხელ აჩვენა მონა მორჩილ საპარლამენტო უმრავლესობას, ვინ არის მისი ბატონი. დღეს ივანიშვილი იყო პარლამენტში. ბუნებრივია, გადაწყვეტილებას არ იღებს სასამართლო, გადაწყვეტილებას არ იღებს „ქართული ოცნება“, გადაწყვეტილებას იღებს ივანიშვილი. ამ კალიბრის პოლიტიკური ფიგურის, მთავარი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელის დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილების ერთადერთი მიმღები ივანიშვილია. დაველოდოთ, რას დაავალებს სასამართლოს. იმდენად თავხედური და სასაცილოა, რომ ნიკა მელიასთვის 60 000 გირაო არის შემაკავებელი ფაქტორი და 30 000 არა? ანუ, 30 000-ის სხვაობაში არის თურმე პოლიტიკური პარტიის ლიდერის დაპატიმრების საკითხი? რა არის ის გაჯიუტება თუ პრინციპულობა, რომელსაც ჯიუტად იცავს ხელისუფლება – შეგნებული პროვოკაციაა, რომელსაც დავახევდრებთ შეგნებულ პროტესტს. ეს პროტესტი იქნება ძალიან მძლავრი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი