საქართველოს საპატრიარქოს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ გენერალური დირექტორი მაირ მამედოვი სტუმრობდა. იგი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს და სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს შეხვდა.
შეხვედრის ამსახველ ვიდეომასალას საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ ავრცელებს.
„ერთსულოვნების“ ინფორმაციით, მხარეებმა ურთიერთანამშრომლობის გაგრძელებაზე ისაუბრეს. პატრიარქმა და მისმა მოსაყდრემ სტუმარს მადლობა გადაუხადეს იმ მხარდაჭერისთვის, რასაც „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ 5 წელია ახორცილებს.
ეკლესია-მონასტრების მიერ საყოფაცხოვრებო მიზნით დახარჯული ბუნებრივი აირის საფასურს „სოკარი“ ანაზღაურებს.
შეხვედრას თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე ესწრებოდა.
„სოკარის“ დირექტორმა, მაირ მამედოვმა პატრიარქის მიმართ უდიდესი პატივისცემა, მოწიწება და მადლიერება გამოხატა. შეხვედრაზე განსაკუთრებით გაესვა ხაზი იმ ორმხრივ ურთიერთობებს, რაც არსებობს ჩვენს ქვეყნებსა და ჩვენს ხალხებს შორის. ეს ურთიერთობები ეფუძნება ორმხრივ პატივისცემას. 5 წელია მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, მისი აღმატებულების, ბატონი ილჰამ ალიევის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს, რომელიც გულისხმობს საქართველოში არსებული ეკლესია-მონასტრების მიერ საყოფაცხოვრებო მიზნებით მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურის ანაზღაურებას ამ კომპანიის მიერ. პროგრამაში ჩართულია 35 ეპარქიის 650-მდე ეკლესია-მონასტერი. საქართველოს პატრიარქმა უდიდესი მადლობა გადაუხდა ბატონ მაირ მამედოვს და რა თქმა უნდა, მადლიერებაში ეს არის გამოხატულება პატივისცემისა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ, რადგან „სოკარი“ არის სახელმწიფო კომპანია და ის მხარდაჭერა, რასაც „სოკარი“ უწევს საქართველოს ეკლესია-მონსატრებს, ხორციელდება აზერბაიჯანის პრეზიდენტის მხარდაჭერით. თავის მხრივ, ბატონმა მაიერმაც უდიდესი მადლობა გადაუხდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს იმ მეგობრული და ახლო ურთიერთობების განმტკიცებისთვის, რაც არსებობს აზერბაიჯანელ ხალხსა და ქართველ ხალხს შორის, აზერბაიჯანის სახელმწიფოსა და საქართველოს სახელმწიფოს შორის“, განცხადა გიორგი ზვიადაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.