ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შუხუთისა და მაჩხვარეთის ადმინისტრაციულ ერთეულების სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16-02-2021, 21:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გრძელდება.

 

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და მერის მოადგილე, ბიძინა იმნაიშვილი შუხუთისა და მაჩხვარეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებს ესტუმრნენ. შეხვედრებს ხსენებულ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და საკრებულოს წევრებიც ესწრებოდნენ.

 

 

შუხუთის ადმინისტრაციულ ერთეულში (ზემო და ქვემო შუხუთი) აღნიშნული პროგრამით 32 000 ლარია გამოყოფილი, ხოლო მაჩხვარეთში (მაჩხვარეთი, ჯუნმერე, ორაგვე) - 36 ათასი ლარი.

 


შეხვედრებზე მოსახლეობამ ის პრობლემები წამოაყენა, რომლებიც მათი აზრით, უმთავრესად მოსაგვარებელია. ორივე ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის აზრი შეჩერდა შემდეგზე: შუხუთის ცენტრში სკვერის კეთილმოწყობა, ხოლო მაჩხვარეთში სველი წერტილის მოწყობა და შიდა მიმოსვლის გზის შეკეთება.

 


„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები 15 თებერვალს დაიწყო და თვის ბოლომდე გაგრძელდება. აღნიშნული პროგრამის განსახორციელებლად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის 748 ათასი ლარია გამოყოფილი.

 


ინფორმაციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი