ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა. ამის შესახებ ამერიკული რადიო NPR - ი იუწყება.
ბაიდენის თქმით, საპრეზიდენტო მარათონში ჩართვის დრო უკვე ამოიწურა, რადგან მიაჩნია, რომ ერთ წელიწადში წარმატებული საარჩევნო კამპანიის ჩატარებას ვერ მოასწრებს.
ჯოზეფ ბაიდენის არჩევნებში მონაწილეობისკენ აქტიურად მოუწოდებდნენ მისი მხარდამჭერები, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჰოლარი კლინტონის რეიტინგი დაეცა.
როგორც ამერიკული რადიო იუწყება, ბაიდენის ეს გადაწყვეტილება ჰილარი კლინტონის წისქვილზე დაასხამს წყალს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.