მესტიის მუნიციპალიტეტში მესამე დღეა, რაც გადაუღებლად თოვს, რამაც სოფლების შიდა გზების ჩაკეტვა და ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ პრობლემები შექმნა.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, სოფლების შიდა გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ასევე, მუშაობენ ავარიული ბრიგადები და უმოკლეს ვადაში ხდება ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა.
მერის ინფორმაციით, ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზაზე გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გადაადგილების მხრივ შეფერხებები არ არის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.