დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის საავტომობილო ხიდის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა და გამარჯვებული კომპანია უახლოეს მომავალში გამოვლინდება.
როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პროექტი გააჩენს ალტერნატიულ გზას, რომელიც ბაგებს საბურთალოსთან დააკავშირებს და საავტომობილო ნაკადებს სხვა მიმართულებით გადაიტანს.
„გამოვაცხადეთ ტენდერი ახალი ხიდის მშენებლობაზე, რომელიც ბაგებს საბურთალოსთან დააკავშირებს. ამ პროექტისგანხორციელება 2020 წელს გვქონდა დაგეგმილი, თუმცა არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან და პრიორიტეტების განსაზღვრიდან გამომდინარე, მოგვიწია მოგვიანებით დაწყება. განსაკუთრებით, ბოლო წლების განმავლობაში ბაგები-წყნეთის საავტომობილო გზა დაიტვირთა. აღნიშნული პროექტის განხორციელება მოგვცემს შესაძლებლობას, რომ გარკვეულწილად გვქონდეს ახალი გზა, სადაც შესაძლებელი იქნება ბაგებიდან საბურთალოზე ნაკადების გადატანა და ასევე, ადამიანებს ალტერნატიული გზა გაუჩნდებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის საავტომობილო ხიდის მშენებლობას დაახლოებით, 1,5-2 წელი დასჭირდება.
„ხიდი განთავსდება უკვე არსებული საფეხმავლო ხიდის გასწვრივ და უნივერსიტეტის XI კორპუსსა და ბიბლიოთეკის კორპუსებს შორის გამავალ გზას დააკავშირებს ბაგებში, თბილისი-წყნეთის საავტომობილო გზასთან. უახლოეს მომავალში გვეყოლება ტენდერში გამარჯვებული კომპანია და დავიწყებთ უშუალოდ სამუშაოების განხორციელებას. დაახლოებით, წელიწადნახევარი-ორი წელი დასჭირდება პროექტის დასრულებას“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.