საპატრულო პოლიცია საავტომობილო გზების კონკრეტულ მონაკვეთებზე, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების გადაადგილებას ზღუდავს
17-02-2021, 14:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, საგზაო დეპარტამენტის მოთხოვნის საფუძველზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - კონკრეტულ მონაკვეთებზე, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების გადაადგილებას ზღუდავს.

 


უწყების ცნობით, გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, როგორც თბილისში, ასევე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ავტოტრანსპორტის გადაადგილებას არეგულირებენ.

 


ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, აკრძალულია მოძრაობა:

 


თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 138-ე კმ–158-ე კმ-ის (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის;

 


ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 65-ე კმ–98-ე კმ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის;

 


საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის;

 


გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის;

 


მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის მლეთა-კობის მონაკვეთზე, ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, ამიტომ აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

 

 

დაბალი ხილვადობის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 1-ლი კმ-62-ე კმ მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი