თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს, აქბარ ყასემი ალი-აბადის შეხვდა. თავდაცვის მინისტრმა ირანის დიპლომატს ელჩად დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა აქბარ ყასემი ალი-აბადს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი მიმართულია რეგიონში სტაბილური და მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნებისკენ.
შეხვედრას ირანის სამხედრო ატაშე ებადოლა მოხთარი და საელჩოს სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.