თბილისის ყველაზე დიდი – N186 მეგა-სკოლა - ფოტო: განათლების სამინისტროს Facebook-ის გვერდიდან
განსაკუთრებით მინდა გამოვყო რეგიონებში განათლების ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულება. 2020 წელს დავასრულეთ 20 ახალი სკოლის და 17 საბავშვო ბაღის მშენებლობა. 2021 წელს დასრულდება 41 სკოლის მშენებლობა 7020 ბავშვისთვის და ეტაპობრივად 2022 წლამდე დასრულდება 100-ზე მეტი სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია 16 ათასი ბენეფიციარისთვის. ჯამურად ამ პროგრამის განხორციელებისთვის 300 მლნ ლარია გამოყოფილი, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.
მინისტრის თქმით, სკოლების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის მიმართულებით წელს იწყება კიდევ ერთი ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით უკვე მიმდინარეობა 31 ავარიული სკოლის რეაბილიტაციისთვის საპროექტო დავალებების მომზადება. ამ პროგრამის ფარგლებში კი, ეტაპობრივად, კიდევ 40-მდე სკოლის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.
მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ წარმატებით მიმდინარეობს სკოლების მცირე რეაბილიტაციის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, ბოლო ორი წლის განმავლობაში, 1 410 სკოლაში გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.