საქართველოს ვიცე-პრემირი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის, საფრანგეთისა და ევროკავშირის მისიების ხელმძღვანელებს შეხვდა.
საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, დავით ზალკალიანმა ელჩებს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაციისა და აღნიშნულ რეგიონებში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო რეჟიმის მიერ ბოლო პერიოდში გახშირებულ დესტრუქციულ ქმედებებზე, მათ შორის, ისაუბრა ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციული გადაწყვეტილების გამო, საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძისთვის 12 წელზე მეტი ვადით უკანონო პატიმრობის გახანგრძლივების შესახებ.
უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივი განთავისუფლების, ასევე, ოკუპირებული რეგიონების მიმართულებით გახშირებული ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებისა და რუსეთის ფედერაციის მიერ ანექსიის კუთხით გადადგმული ნაბიჯების შედეგად გამოწვეული პრობლემების გადაჭრაზე საუბრისას, ხაზი გაესვა აღნიშნულ პროცესებში საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას. აღნიშნულ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა მხარეებს შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატებში შემდგომი თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობაზე.
მხარეები შეთანხმდნენ, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა ყველა აქტუალურ საკითხზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.