თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის შუამდგომლობა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯოდმარეს, ნიკანორ მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მიუსაჯა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 6-საათიანი პროცესის დასრულების შემდეგ გამოაცხადა. თავად მელია პროცესს არ დასწრებია და მის პოზიციებს ადვოკატები იცავდნენ.
განაჩენის გამოტანამდე, მელიას სასამართლო პროცესზე მისმა ადვოკატებმა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის აცილება მოითხოვეს. მათი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი, რაც ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მელიას დაპატიმრების შესახებ წინასწარ არის ცნობილი.
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა არ დააკმაყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატების შუამდგომლობა, მისი აცილების შესახებ.
ნიკა მელიას საქმის პროკურორ ია დარჯანიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან არავითარი პოლიციური ძალები არ არიან მობილიზებული.
ამასთან, პროკურორმა აღნიშნა, რომ მოსამართლის აცილების საფუძველი არ არსებობდა.
„ვეთანხმები ჩემს კოლეგას, მართლა გვაქვს ინფორმაცია, რომ ოფისთან არაფერი ხდება, შეიძლება, არსებობდეს რაღაც კადრები, ოღონდ სად არის გადაღებული, რა მომენტში და ა.შ. არ ვიცით, ოფისთან ნამდვილად არაფერი ხდება. ერთადერთი, რაც აქ დავინახე, არის უპრეცედენტო – არასოდეს ჩემს პრაქტიკაში მოსამართლეზე ასეთი ფსიქოლოგიური ზეწოლა არ მინახავს. მთელი მათი ძალისხმევა იყო მიმართული, თქვენზე მოეხდინათ ზეწოლა, დაეშინებინეთ, შეეშინებინეთ და რამენაირად საკუთარი თავის აცილება გაგეკეთებინათ. ვფიქრობ, ეს არანაირად არ არის აცილების საფუძველი და ზოგადად, არც სასამართლოში, პროკურატურაში, არც ერთ სამართალდამცავ ორგანოში მშიშარა ადამიანები ნამდვილად არ მუშაობენ, ტყუილით დაშინებული მოსამართლეც საქართველოს ნამდვილად არ ჰყავს. აცილების საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა პროკურორმა განაჩენის გამოცხადებამდე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.