პატიმრობის მისჯის შემდეგ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ „დღეს ყველამ ერთად ვიხილეთ გავრილოვის სასამართლო“
17-02-2021, 23:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ნიკანორ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მისჯის შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მელიამ განაცხადა, რომ „დღეს ყველამ ერთად ვიხილეთ გავრილოვის სასამართლო“.

 

 

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გამოტანილი ვერდიქტი არ ასამართლებს ერთ ცალკეულ ადმამიანს, ან ორს და სამს, ვსამართლდებით ამ განაჩენით ყველა, ვინც ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს. ვინც 2019 წლის 20 ივნიის გამოვიდა რუსთაველის გამზირზე, სამართლიანად აღშფოთდა და თვალებგახელილმა ახალაგზრდებმა, დათვებზე სანადირო ტყვიებს თვალი არ დაუხუჭეს.

 

 

„ამ განაჩენით ასამართლებენ ყველა იმ ადამიანს, რომელიც არის მომხრე უკეთესი ხვალინდელი დღისა. რა დილემის წინაშე ვდაგავართ? ან თავისუფალი საქართველო, ან დამონებული საქართველო. ან თავისუფალი ქვეყნის მომავალი, ან ოკუპანტის ბორკილები. ხელისუფლება დგას მხოლოდ ძალმომრეობაზე, ჩვენ მხარეს კი არის სიმართლე. თავისუფლების იდეა ბიძინა ივანიშვილო, თავისუფლების იდეა სერგეი გავრილოვო, არ სამართლდება! - არ გასამართლებულა არასოდეს და ბუნებრივია, არც ახლა გასამართლდება. ეს ძალმომრებოა და ძალადობა დამთვრებულია. მე საქართველოს მოსახლეობას ვულოცავ გამარჯვებას, იმიტომ რომ ჩვენ გავიმარჯვეთ დღეს. აბსოლუტური უმრავსლეობა ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს“, განაცხადა ნიკა მელიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი