„ჩვენ ძალიან მალე ვნახავთ ბიძინა ივანიშვილს ზოლიან ტანსაცმელში“ - შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ივანიშვილი მომავალ დაბადების დღეს „აუცილებლად ციხეში იქნება“
18-02-2021, 00:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მისჯის საკითხზე კომენტირებისას „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა „მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში თქვა, რომ მომავალ დაბადების დღეს ბიძინა ივანიშვილი „აუცილებლად ციხეში იქნება“.

 


„რას წარმოვიდგენდი, რომ ჩემს დაბადების დღეს აღვნიშნავდი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, ნაცმოძრაობის“ ლიდერის მხარდასაჭერად, ბიძინას დაბადების დღეს კი, უკვე მომდევნო დაბადების დღეზე შევხვდებით მის გარეშე, ანუ ის პოლიტიკაში არ იქნება, ის იქნება ციხეში, აუცილებლად. როგორც წესი, რეჟიმი, რომელიც იწყებს დაჭერებს, მერე თვითონ ვარდება ციხეში, დამხობის შემდეგ“, განაცხადა ნათელაშვილმა.

 


იგი მიიჩნევს, რომ ნიკა მელიასთვის პატიმრობის განაჩენის გამოტანა „მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის პირადი განკარგულებაა“.

 


„მან დატოვა თავისი მონათა სპა, შეძვრა ბუჩქებში დ ახლა ცდილობს, ყველას გაუსწოროს ანგარიში, ვითომ პოლიტიკიდან წასულმა და სინამდვილეში, ის დღეს ყველაზე მეტადაა პოლიტიკაში, ვიდრე ოდესმე ყოფილა, ოღონდ პოლიტიკაში, ამ ბინძური, სადისტური, ამ ანტიეროვნული საქმეებისათვის, იმ საქმისთვის, რომ გაასამართლოს ქართველი ერი - ოკუპაციის წინააღმდეგ ამხედრებული და ეს არ გამოუვა, ეს მცდელობა თავიდანვე ჩაფუშულია, განწირულია და ჩვენ ძალიან მალე ვნახავთ ბიძინა ივანიშვილს ზოლიან ტანსაცმელში, თუმცა ზოლიანი ტანსაცმელი ციხეშიც არის და ფსიქიატრიულშიც და შეიძლება ორივეგან მოუწიოს ყოფნა“, განაცხადა ნათელაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი