გიორგი ვოლსკის განცხადებით, ნიკა მელიას მხრიდან გამიზნულ ქმედებას ჰქონდა ადგილი და „ეს ყველაფერი არის რევოლუციური სცენარის განვითარება“
18-02-2021, 00:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიიორგი ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა, რომ არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ სასამართლოში, დემოკრატიული ქვეყნებში, ვერც ერთი მოსამართლე სხვანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა.

 


მისი თქმით, ერთადერთი, რაც ნიკა მელიას სასამართლომდე მოეთხოვებოდა, იყო სამაჯურის ტარება, რაც მან არ გააკეთა, მისი მხრიდან გამიზნულ ქმედებას ჰქონდა ადგილი და „ეს ყველაფერი არის რევოლუციური სცენარის განვითარება“.

 


„რასაც ვუყურებ ამ ვერდიქტის შემდეგ მიმდინარე პროცესებს, შეიძლება ითქვას, რომ ამას რასაკვირველია მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვაც და ნაწილიც გააჩნია. რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, აუცილებელი არ არის იურისტი იყო, რომ მიხვდე, ხდება რაღაც ისეთი, რაც კითხვებს ბადებს. არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ სასამართლოში, დემოკრატიული ქვეყნები მაქვს მხედველობაში, ვერც ერთი მოსამართლე სხვანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. გამოტანილი თავიდან იყო ვერდიქტი, რომ სამაჯურით და გარკვეული შეზღუდვებით უნდა ყოფილიყო ნიკა მელია და დალოდებოდა იმ მთავარ სასამართლოს, როდესაც განიხილებოდა, იყო თუ არა შტურმში მისი მონაწილეობა რეალური. ამ საკითხს გადაწყვეტამდე შესთავაზეს გირაოს გადახდა და ხელზე სამაჯურის გაკეთება, მეტი არაფერი შეთავაზება არ იყო და ვფიქრობ, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ნაკლები სიმკაცრე გამოიჩინეს. მე პროკურატურა არ ვარ, ვერ შევაფასებ. მაგრამ რეალურად ერთადერთი, რაც მოეთხოვებოდა სასამართლომდე, მიუხედავად ყველა მისი პოლიტიკური აქტივობისა, მიუხედავად ამ გააფთრებული ბრძოლისა, მაინც ეს სამაჯურის თემა იყო მნიშვნელოვანი. ეს ფაქტობრივად ერთადერთი პირობა იყო, რომ შეესრულებინა. როდესაც ასეთ ვითარებაში საზოგადოების წინ დემონსტრაციულად, ხაზგასმით ამბობს, რომ მე ვიხსნი სამაჯურს, ეს იმას ნიშნავს, რომ განცხადებას აკეთებს, მოდით და შემიფარდეთ სხვა აღკვეთის ღონისძიება“, განაცხადა ვოლსკიმ და დაამატა:

 


„კვლავ მოითხოვეს გირაოს გადახდა გაზრდილი რაოდენობით. არც ამ თემაზე არ წამოვიდა და რასაკვირველია გიჩნდება ეჭვი, რომ ეს გამიზნული ქმედებაც შეიძლება, ყოფილიყო და როგორმე პარტია, რომელმაც ვერ მიაღწია წარმატებას არჩევნებში, რომელმაც ვერ მიაღწია წარმატებას იმ პოლიტიკაში, რასაც გაყალბების თავზე მოხვევა ჰქვია, რომელიც უარს ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიას სათავეში ჩაუდგეს და წარმართოს მისი მუშაობა, აქედან გამომდინარე, სხვა არაფერი არ გრჩება პასუხად, გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი არის რევოლუციური სცენარის განვითარება“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი