ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ კასრებში, რომლის მსგავსი ოფისთან დაიდგეს, ადამიანების მკვლელობის და წამების ამსახველი ათიათასობით ფაილი იყო და სწორედ კასრებია „ნაციონალური მოძრაობის“ სიმბოლო.
ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ მოხდება ნიკა მელიასთან მიმართებით სასამართლოს გამოტანილი განაჩენის აღსრულება, მდინარაძემ უპასუხა, რომ ეს საკითხი საკანონმდებლო ორგანოს არ ეხება.
„იმ კითხვას მისვამთ, რომელიც შსს-ს უნდა დაუსვათ. არ შეიძლება, ამის შესახებ ვარაუდი ან ინფორმაცია მქონდეს. როგორ ხდება აღსრულება, ეს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელის საქმე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, რადგან აღსრულებასაც ისინი ეწეოდნენ, ხალხის დაჭერასაც, დაპატიმრებასაც, წამებასაც და სხვათა შორის, გაუპატიურებასაც. იმ კასრებში, რომლის მსგავსი ოფისთან დაიდგეს, იყო ათიათასობით ფაილი, სადაც მამაკაცებისა და ქალების გაუპატიურება, მკვლელობა და წამება იყო ასახული. კასრებია მათი სიმბოლო. მაშინ, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი გაგცემდათ პასუხს, როგორ უნდა მომხდარიყო აღსრულება“, – განაცხადა მდინარაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.