მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ "რუსთავი 2"-ის გენერალურს დირექტორს ნიკა გვარამიას, რომელიც წინა პროცესიდან სხდომათა დარბაზიდან გააძევა, დღევანდელ სხდომაზე დასწრების უფლებაც არ მისცა.
"გვარამია ვერ შემოვა სხდომაზე, ეს ჩემი გადაწყვეტილებაა და შეგიძლიათ გაასაჩივროთ", - განაცხადა ურთმელიძემ.
ქიბარ ხალვაშის სარჩელის განხილვისას სასამართლო დარბაზში აჩვენეს "რუსთავი 2"-ის დირექტორის ნიკა გვარამიას გუშინდელი სატელევიზიო განცხადება. სასამართლომ დაუშვა დისკი, სადაც აღნიშნულია ჩაწერილი. დისკის დაშვების შუამდგომლობას არც ქიბარ ხალვაშის მხარე შეეწინააღმდეგა. ასევე აჩვენეს ტელეკომპანიაში პროკურატურის წარმომადგენლის მისვლის ამსახველი მასალა, სადაც იგი გვარამიას პროკურატურაში იბარებს. წარდგენილი მასალის საფუძველზე ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა, რომ გვარამიას, რომელიც წინა პროცესიდან გააძევეს, მიეცეს პროცესზე დასწრების საშუალება. ასევე მათ მოსამართლეს განუმარტეს, რომ "რუსთავი 2"-ის დირექტორზე მუქარა და ზეწოლა ხორციელდება.
გვარამიას პროცესზე დაშვების აუცილებლობას ვერ ხედავს მოსარჩელე მხარე. ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ განმარტა, რომ გვარამიას 2 ადვოკატი იცავს და მისი დასწრების აუცილებლობა არ არსებობს.
მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განცხადებით, გვარამიამ მოსამართლეს უვიცი უწოდა და შოუ დადგა. მისი თქმით, არ არის აუცილებელი მისი დასწრება, მისი მხრიდან გრძელდება სასამართლოს მიმართ შეურაცხყოფა. ამ მოტივით ურთმელიძემ გაძევებული გვარამიას სასამართლო პროცესზე დაშვებაზე უარი თქვა.
ნიკა გვარამიას მოსამართლე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პროცესზე არ დაუშვებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.