პოლიციელი: „დაინახეთ, რომ კარები ჩაგვიკეტეს და არ შეგვიშვეს; აღსრულების პროცესში გათვალისწინებული და გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ყველა საშუალება“
18-02-2021, 10:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„დაინახეთ, რომ კარები ჩაგვიკეტეს და არ შეგვიშვეს. აღსრულების პროცესში გათვალისწინებული და გამოყენებული იქნება ყველა კანონით გათვალისწინებული საშუალება“, განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან მისულმა შსს-ს წარმოამდგენელმა მედიასთან საუბრისას.

 


„როგორც მოგეხსენებათ, სასამართლოს მიერ გაცემულია შესაბამისი გადაწყვეტილება, რომლის შესრულებაც დაევალა შინაგან საქმეთა სამინისტროს, შესაბამისად, გამომძიებლები მოვედით ოფისში - ვინაიდან ცნობილია ჩვენთვის, რომ პატივცემული ნიკანორ მელია იმყოფება აღნიშნულ ოფისში - განჩინების აღსრულების მიზნით, თუმცა თქვენ იცით, დაინახეთ, რომ კარები ჩაგვიკეტეს და არ შეგვიშვეს. აღსრულების პროცესში გათვალისწინებული და გამოყენებული იქნება ყველა კანონით გათვალისწინებული საშუალება“, განაცხადა შსს-ს წარმოამდგენელმა მედიასთან საუბრისას.

 

 

ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრო ნიკა მელიას განჩინების აღსრულებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და მოუწოდებს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ასევე, მათ მხარდამჭერებს პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი ფორმით, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და ხელი არ შეუშალონ პოლიციის წარმომადგენლებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში.

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან შსს-ს წარმომადგენლები მივიდნენ და შეეცადნენ მელიასთვის სასამართლოს განჩინება ჩაებარებინათ. იქ შეკრებილებმა სამართალდამცველებს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს. ადვოკატი ბექა ბასილაია ითხოვდა, რომ განჩინება მისთვის ჩაებარებინათ, თუმც ამაზე მას უარი ეთქვა.

 


„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია მთელი ღამის განმავლობაში, ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად პარტიის ოფისში იმყოფებოდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი