ნიკა მელია აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გახარიას გადადგომა დასაფასებელია და ახლა ქვეყანას კრიზისიდან მხოლოდ ახალი, ვადამდელი არჩევნები გამოიყვანს
18-02-2021, 11:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მივუჯდეთ მოლაპარაკების მაგიდას ამ რეჟიმის წარმომადგენლებთან, ფასილიტატორების მონაწილეობით და განვიხილოთ საკითხი ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, – განაცხადა ]„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ და დაამატა, რომ ქვეყანას გამოიყვანს კრიზისიდან მხოლოდ ახალი, ვადამდელი არჩევნები, რომელიც წესრიგში მოიყვანს ყველა სფეროს, დაწყებული სამართლებრივი წესრიგიდან, დამთავრებული სხვა წესრიგით.

 

 


მისი თქმით, ოპოზიცია მზად არის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების გასაგრძელებლად.  მელია ამბობს, რომ გახარია გადადგომა დაკავებული თანამდებობიდან, დასაფასებელია და ახლა საქმეს სწრაფი მოქმედება უშველის. 

 

 

„პირველივე დღიდან საერთო ოპოზიციურ ერთობას არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ ჩვენთვის უმთავრესია კანონის უზენაესობა, ჩვენთვის უმთავრესია, მოვიპოვოთ სამართლიანი არჩევნების უფლება. ვსაუბრობდით, რომ პოლიტიკური რეპრესიები უნდა დასრულებულიყო, რაც შეუძლებელი იქნებოდა ოლიგარქიული რეჟიმის პირობებში. ეს იყო ჩვენი წუხილი. ქვეყანას გამოიყვანს კრიზისიდან მხოლოდ ახალი, ვადამდელი არჩევნები, რომელიც წესრიგში მოიყვანს ყველა სფეროს, დაწყებული სამართლებრივი წესრიგიდან, დამთავრებული სხვა წესრიგით. ამიტომ, მივუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდას ამ რეჟიმის წარმომადგენლებთან, ფასილიტატორების მონაწილეობით და განვიხილოთ საკითხი ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. ჩვენი ამოცანა არ იყო და არ იქნება ძალადობა, ვიღაცის დაჩაგვრა იმიტომ, რომ ჩვენ მართლები ვართ. ჩვენ გვინდა ქვეყანა განვითარდეს. ფრთხილი ოპტიმიზმით ვიტყოდი, რომ როგორც ჩანს, განათდა „ქართული ოცნების“ რიგ წარმომადგენლებში, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ გახარიას, რომელმაც არ გადადგა მეორეჯერ სისხლისღვრისკენ ნაბიჯი, რომლისკენაც ალბათ მოუწოდებდნენ გუნდის წევრები. ბატონ გახარიას პოლიტიკური და ადამიანური ცოდვაც აქვს 20 ივნისთან დაკავშირებით. ის, რომ ბატონი გახარია გადადგა დაკავებული თანამდებობიდან, რომ მან პრაქტიკულად აღიარა, დღეს იგეგმებოდა სისხლისღვრა და ძალადობა, ეს არ გააკეთა, რაც დასაფასებელია. ახლა საქმეს სწრაფი მოქმედება უშველის. ვითხოვთ, საერთო ოპოზიციური მოძრაობა სასწრაფოდ შეხვედრას ჩვენი პარტნიორი ელჩების თანამონაწილეობით რეჟიმის წარმომადგენლებთან მხოლოდ და მხოლოდ ერთ საკითხზე-ახალი არჩევნები“,- განაცხადა მელიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი