[ვიდეო] სააკაშვილი საქართველოში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დაუყოვნებლივ დანიშვნას მოითხოვს
18-02-2021, 13:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ ქვეყანაში დაუყოვნებლივ უნდა დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები „ახალი საარჩევნო კომისიით და საერთაშორისო დამკვირვებლებით“.

 


„დღეს, საქართველოში უზურპატორი მთავრობის პრემიერ მინისტრი გახარია გადადგა, იმიტომ რომ არ მოისურვა საკუთარ თავზე აეღო ივანიშვილის ბრძანების შესრულების პასუხისმგებლობა სისხლისღვრაზე და ხალხის მასობრივ დარბევაზე. ეს არის მართლაც დიდი გამარჯვება ოპოზიციური ერთობის, ნიკა მელიას და საერთოდ ქართველის ხალხის. ახლა მნიშვნელოვანია, რომ არ მოვასუსტოთ ეს ერთობა, პირიქით, გავაფართოვოთ, რადგან ქართველი ხალხისა და ოპოზიციური ერთობის მთავარი მოთხოვნა არის რიგგარეშე არჩევნები და ქართველი ხალხისთვის მათი ნების დაბრუნება, რომელიც მას მოპარეს გასული წლის ოქტომბერში, მოპარა ივანიშვილმა და მისმა ჯგუფმა. ამ სიტუაციაში, ახლა, როგორც არასდროს, საჭიროა, სიფხიზლე, რადგან თავგაცხელებული ადამიანები იქ საკმარისზე მეტია, ვინც შეიძლება მაინც ჩაიდინოს რაღაც უმსგავსობები და მეორე მხრივ, დროზე მივაღწიოთ შეთანხმებას დაუყოვნებლივ რიგგარეშე არჩევნებზე ახალი საარჩევნო კომისიით და საერთაშორისო დამკვირვებლებით.

 

 

 


„მინდა, ასევე მივმართო უცხოურ დიპლომატიურ კორპუსს. დიდი მადლობა ევროკავშირის ელჩს გუშინდელი ძალიან სწორი განცხადებისთვის. აშშ-ის საელჩოს დღევანდელი განცხადებაც იყო სწორი, მაგრამ ახლა ყველამ უნდა ვთქვათ, რომ ყველა ქვეყანაში, სადაც შეიქმნებოდა ასეთი სიტუაცია, როდესაც პრემიერ-მინისტრი გადადგა და არის მმართველ, ამ შემთხვევაში ხელისუფლების უზურპატორ კოალიციაში, ყველა შემთხვევაში ჩატარდებოდა რიგგარეშე არჩევნები. საქართველო რით არის ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე ნაკლები, თუ თქვენ აღიარებთ, რომ ჩვენ ვართ სრულფასოვანი ქვეყანა. და თუ თქვენ აღიარებთ, რომ საქართველო მართულია ერთი ოლიგარქის მიერ არაფორმალურად, მაშინ არჩევნები არ არის საჭირო. ამიტომ, ახლა თქვენც უნდა აირჩიოთ, იმიტომ რომ ჩვენ არასდროს მივიღებთ, რომ გვიყურებდნენ, როგორც მეორეხარისხოვან ქვეყანად. ჩვენ ვიქნებით სრულფასოვანი, ევროპული დემოკრატია, სადაც ამ სიტუაციაში ყოველთვის იმართება რიგგარეშე არჩევნები. იმედი გვაქვს, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის ქართველი ხალხის ამ გადაწყვეტილების მიმართ...ახლა აღარ არის გაჩერების დრო, საქმე უნდა მივიყვანოთ ბოლომდე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი