დავით სერგეენკოს განცხადებით, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა არ განიხილება, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კი შერჩეული იქნება ღირსეული კანდიდატი, რომელიც რთულ გამოწვევებთან გამკლავებას შეძლებს
18-02-2021, 15:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, „ქართული ოცნების“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი, დავით სერგეენკოს განცხადებით, ოპოზიციასთან მოლაპარაკების კარი არ დახურულა და მმართველი გუნდი ამისთვის ყოველთვის მზადაა, თუმცა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა არ განიხილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ გაყალბება დაადასტურა.

 

 

„რაც შეეხება მოლაპარაკებას, ამისთვის მზადყოფნა სულ არის, მოლაპარაკებების კარი არ დახურულა. რა თქმა უნდა, მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს. თუ ოპოზიციისთვის გახარიას გადადგომა იმდენად დიდი მნიშვნელობის საკითხია, რომ ამის გამო გამოხატავენ მზადყოფნას მოლაპარაკების პროცესის განახლებისთვის, ამ ნაბიჯს მივესალმები, რადგან გულწრფელად მჯერა, რომ მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს.

 


„რიგგარეშე არჩევნები არ განიხილება გარდა იმ შემთხვევისა, თუ პოზიციისა და ოპოზიციის კომისიის ერთობლივი მუშაობის შედეგად, უტყუარად არ დადგინდა, რომ რეალურად ჰქონდა გაყალბებას ადგილი. არასაკმარისია არსებული მოცემულობა, რომ ასე უბრალოდ გადავწყვიტოთ არჩევნები. ასეთ ფორმატში ამ საკითხის განხილვა ისევ რჩება წითელ ხაზს მიღმა. მართალია, შედარებით კლებადი ოპტიმიზმით ახლაც მაქვს მოლოდინი, რომ მიიღწევა ისეთი კონსენსუსი, რომლითაც ოპოზიციური პარტიის მეტ წარმომადგენელს შეეძლება, გამოიყენოს პოლიტიკური ტრიბუნა პოლიტიკური დებატებისთვის“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

მას სჯერა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შერჩეული იქნება ღირსეული კანდიდატი, რომელიც რთულ გამოწვევებთან გამკლავებას შეძლებს.

 


„ერთია პროცედურული ნაწილი, რომელიც ამბობს, რომ ცხრა დღეში მმართველ პარტიას უნდა მიეწოდოს წინადადებები და გაიაროს კონსულტაციები პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრების ახალ კანდიდატებზე, მეორე მხრივ, არის პოლიტიკური კონსულტაციები, თუ რომელი კანდიდატი იქნება საუკეთესო. ჩემი ბოლო წლების სამსახურიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ბევრ მათგანს ვიცნობ, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, თითოეული მათგანი მეცოდება იმ მძიმე ტვირთისთვის, რაც დღევანდელ სიტუაციაში აღმასრულებელი ხელისუფლების მართვას ნიშნავს, მაგრამ მჯერა, შერჩეული კანდიდატი იქნება ყველაზე უფრო ღირსეული და ამ რთულ გამოწვევებთან გამკლავებას შეძლებს.

 


საზოგადოების ინტერესი, თუ ვინ იქნება აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, ლეგიტიმურია, თუმცა ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი ალბათობაზე საუბარი“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი