საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (18 თებერვალი, 2021) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0023 პუნქტით გამყარდა.
1 აშშ დოლარის ფასი 3.3021 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის (17 თებერვალი, 2021) მიხედვით 1 აშშ დოლარი 3.3044 ღირდა.
0.0034 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 3.9837 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.9871 იყო.
0.0156 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან და მისი ღირებულება 4.5988 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 გირვანქა სტერლინგის ოფიციალური ღირებულება 4.5832 ლარი იყო.
საქართველოს ეროვნული ბანკის დღეს გამართულ სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.
ინფორმაციას ეროვნული ბანკის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.3014 შეადგინა.
წელს ეს ეროვნული ბანკის მიერ რიგით მესამე სავალუტო ინტერვენციაა. ცენტრალურმა ბანკმა ჯამში 120 მლნ დოლარი გაყიდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.