ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივი, რადგან დამტკიცების შემთხვევაში, მეორედ ვიყო ამ ქვეყნის პრემიერი, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში.
მან პირობა დადო, რომ სწრაფად აღადგენს „წესრიგს და იმ წონასწორობას, რომელიც აუცილებელია, რომ ქვეყანამ ნორმალურად, კონსტიტუციის ფარგლებში გააგრძელოს ფუნქციონირება“.
„მადლობა მეგობრებო. მინდა ყველას მოგახსენოთ, რომ ჩვენთვის, ყველასთვის ემოციური დღეა. ამის მიუხედავად, ჩვენმა გუნდმა სწრაფად მიიღო გადწყვეტილება და მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს, მთლიან გუნდს ჩემი დასახელებისთვის პრემიერის თანამდებობაზე. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივი, რადგან დამტკიცების შემთხვევაში, მეორედ ვიყო ამ ქვეყნის პრემიერი. ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს უამრავი გამოწვევა, პირველ რიგში ეს არის კოვიდპანდემია, უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე და მოსახლეობის მძიმე მდგომარეობა, რაც საჭიროებს სწრაფ გადაწყვეტილებებს და ამისთვის ჩვენ ყველა მოწოდებული ვარ, სწრაფად მოვუგვაროთ მოსახლეობას პრობლემები. მალე აღვადგენთ წესრიგს და იმ წონასწორობას, რომელიც აუცილებელია, რომ ქვეყანამ ნორმალურად, კონსტიტუციის ფარგლებში გააგრძელოს ფუნქციონირება. კიდევ ერთხელ მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო გუნდს, ჩვენ ერთიანი ძალისხმევით ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქვეყანა გახდეს კიდევ უფრო ძლიერი“, განცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.