„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებას კომიკური უწოდა და თქვა, რომ თავის დროზე ირაკლი ღარიბაშვილი როგორც პატარა ბავშვი, ისე გაუშვეს თანამდებობიდან.
„არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ კომიკურიც არის და კომიკურიც ბატონი ღარიბაშვილი. ის პრემიერ-მინისტრობის თანამდებობიდან როგორც პატარა ბავშვი ისე გაუშვა, მერე ისევ დააბრუნა. ახლა დამთავრებულია „ქართული ოცნება“, არ მიკადრებია ტყუილი არასოდეს. დაგპირდით, რომ არ გადავიხდიდი გირაოს, ხომ არ გადავიხადე, დაგპირდით, რომ ვერ დამიჭერდნენ, ხომ ვერ დამიჭირეს. ახლაც გპირდებით მეგობრებთან ერთად, რომ ახალი არჩევნები ჩატარდება ამ ქვეყანაში და ამ ახალ არჩევნებზე ასპარეზობას „ქართული ოცნება“ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობით გადაწყვეტს, თუ სხვა ადამიანით, ეს მათი გადასაწყვეტი იქნება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.