ნიკა გვარამია: პირს, რომელიც მე დავასახელე, ერთ-ერთ შეხვედრაზე თავად ირაკლი ღარიბაშვილმა უთხრა, რომ იგი გადმომცემდა მთავრობის პოზიციებს
22-10-2015, 02:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პროკურატურაში დაკითხვაზე გამოცხადდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან თავად გვარამიამ განუცხადა.


მისივე თქმით, ის იმ პირის დასახელებასაც აპირებს, რომელმაც მუქარა გადასცა.


"ვაპირებ დაკითხვაზე მისვლას და ამ პირის დასახელებას. თუმცა ფაქტია, რომ გამოძიება არ იქნება, სრული ნონსენსია", - განაცხადა გვარამიამ.


მისივე თქმით, ერთ-ერთ შეხვედრაზე თავად ირაკლი ღარიბაშვილმა უთხრა, რომ ეს პირი გააცნობდა მთავრობის პოზიციებს.


"პირი, რომელიც მე დავასახელე, თავისთავად ცხადია, თვითონ არ მემუქრება. ის არის ჩემი მეგობარი და მთავრობის მეგობარი. ირაკლი ღარიბაშვილთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს პრეზენტაცია იყო მათი ერთწლიანი მოღვაწეობის და შეგიძლიათ კადრებიც ამოიღოთ. პირდაპირ მან მითხრა, რომ ეს ადამიანი გადმომცემდა ხოლმე თუ რას ფიქრობს მთავრობა. ზუსტად ამ პირს ვესაუბრე", - განაცხადა გვარამიამ.


მისივე თქმით, გუშინ "რუსთავი 2"-ში ამ პირის შესვლის და გამოსვლის კადრებიც არსებობს, რომელსაც პროკურატურას წარუდგენს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი