ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლების პედაგოგების თხოვნით, ახალქალაქის საკრებულოს დეპუტატებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი უძღვებოდა.
ახალქალაქის საკრებულოს ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს:
მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირების საკითხი და ამასთან დაკავშირებით ორგანიზაციული საკითხების რეგულირების საკითხი.
ტესტირების განრიგის უწყვეტი შესრულებისათვის პასუხისმგებელნი არიან სკოლის დირექტორები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელობა.
სხვა ბენეფიციართა ტესტირების პროცედურა:
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის თქმით, ყველა პედაგოგმა ტესტირება 14 დღეში ერთხელ უნდა გაიაროს;
სავალდებულო ტესტირება უნდა გაიარონ ექიმებმა და ტაქსის მძღოლებმა;
დანარჩენები კი შეიძლება შემოწმდნენ უბნის ექიმის მივლინებით.
ბოლო პერიოდში მუნიციპალიტეტში ტესტირებულია 1 000-მდე პედაგოგი, დადასტურებულია დაავადების ერთი შემთხვევა. ტესტირება უფასოა.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.