„ქართული ოცნების“ მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენას „რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნული კომიტეტის წევრი დავით ბერძენიშვილი აფასებს და ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში კვლავ აქტიური ჩართულობა დასტურდება.
„ღარიბაშვილის ხელისუფლება ნიშნავს მეტ ზეწოლას, აგრესიას ხელისუფლების მხრიდან ნებისმიერი არაკონტროლირებადი ინსტიტუტის და ფიგურების წინააღმდეგ.
კონკრეტულად, ღარიბაშვილის დანიშვნა ნიშნავს, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილი ერთი მისხალითაც არსად არ წასულა“, განაცხადა დავით ბერძენიშვილმა „მთავარ არხთან“ საუბირისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.