„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებაში“ დაწყებული არის „მძიმე შიდა სისხლდენა“, რაც მმართველი პარტიის კოლაფსით დასრულდება.
„ვფიქრობ, რომ „ქართულ ოცნებაში“ დაწყებული არის მძიმე შიდა სისხლდენა, რაც აუცილებლად დასრულდება ამ პოლიტიკური ძალის ჩამოშლით. თუ აპირებენ, რომ გააგრძელონ, მე ვიტყოდი, თვითლიკვიდაციის გზაზე, რაღაც წინ ნაბიჯების გადადგმა, მათ შეუძლია, გააგრძელონ ცხადია, მცდელობა ნიკა მელიას დაპატიმრების. ერთადერთი სწორი გამოსავალი ვითარების დეესკალაციისთვის იქნება 8 მარტის შეთანხმების შესრულება“, უთხრა „მთავარ არხს“ სალომე სამადაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.