პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ იყო პერიოდი, როცა ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის თანამდებობიდან გადადგა, მაგრამ რეფორმების ის მასშტაბი, რომელიც მან ჩაატარა, საფუძველს იძლევა, რათა მას მხარი დაუჭიროს 76-მა და მეტმა დეპუტატმაც.
ვოლსკის თქმით, მისთვის ჯერ ცნობილი არ არის, თუ ვინ დაიკავებს თავდაცვის მინისტრის თანამდებობას და როგორ დაკომპლექტდება მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა.
„ჯერ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ არის, მაგრამ დაახლოებით პასუხები შეიძლება მქონდეს. ოფიციალურ პასუხებს ოფიციალური ტრიბუნიდან მიიღებთ. ცვლილებები სამთავრობო შემადგენლობაში ცნობილი არ არის. ჩემთვის ცნობილი არ არის, ვინ განიხილება დღესდღეობით თავდაცვის მინისტრის პოსტზე.
რაც შეეხება თავად ღარიბაშვილს, კი, იყო ის პერიოდი, როცა გადადგა, მაგრამ რეფორმების ის მასშტაბი, რომელიც მან ჩაატარა, ის, რომ მის სახელს უკავშირდება ევროკავშირთან ასოცირება, თავისუფალი უვიზო მიმოსვლა, თავდაცის სისტემაში უშველებელი რეფორმები, რომელმაც ჯარი საბოლოოდ შექმნა და ჩამოაყალიბა, საფუძველს იძლევა, რათა მას მხარი დაუჭიროს 76-მაც და მეტმა დეპუტატმაც“, – განაცხადა ვოლსკიმ.
კითხვაზე – ღარიბაშვილის წარდგენა პრემიერის პოსტზე ნიშნავს თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილი რეალურად არ წასულა პოლიტიკიდან - ვოლსკი პასუხობს, რომ ბიძინა ივანიშვილზე საუბარი ახლა უადგილოა და მას გადაწყვეტილებაში მონაწილეობა არ მიუღია.
„ბიძინა ივანიშვილის ფიგურაზე ახლა საუბარი უკვე აღარ არის და უადგილოა. „ქართული ოცნება“ არის მისი დაწყებული, მისი შექმნილი და ის სისტემა, რომელიც მუშაობს იმ პოლიტიკური პრინციპებით არის ჩამოყალიბებული, რომელიც ყველას ერთად გვქონდა. ჩვენ ერთმანეთის უკან თუ ვდგავართ, ჩათვალეთ, რომ ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება არაპოლიტიკური, მაგრამ პერსონალურიც, პოზიტიურია. მას გადაწყვეტილებაში მონაწილეობა არ მიუღია“, განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.