გიგი უგულავა: ივანიშვილი ისტორიის წინაშე იქნება ძალიან სავალალო, ცოტა სევდიანიც კი, ამხელა შესაძლებლობის კაცმა დაიწყო ღარიბაშვილით და დაამთავრებს ღარიბაშვილით
19-02-2021, 16:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ საქართველოს ბევრისთვის გაუძლია, საქართველოს ჰყავდა მეფე ბაგრატ რეგვენიც, იმასაც გაუძლო, ასე რომ, ღარიბაშვილსაც გაუძლებს.

 


როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, „ღარიბაშვილი მადლობით არ გაუშვია თავისივე გუნდს, ის გააგდეს, რადგან მისი მმართველობა იყო ცუდი“.

 


უგულა მიიჩნევს, რომ ღარიბაშვილი ივანიშვილის ბოლო პრემიერი იქნება, ივანიშვილი კი ისტორიის წინაშე იქნება ძალიან სავალალო, ცოტა სევდიანიც კი, ამხელა შესაძლებლობის კაცმა დაიწყო ღარიბაშვილით და დაამთავრებს ღარიბაშვილით.

 

 

„ღარიბაშვილი არის გამორჩეული თავისი უწიგნურობით, უვიცობით, უტიფრობითა და მლიქვნელობით. ეს ადამიანი შეიძლება გახდეს ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ამიტომ რაზე ვლაპარაკობთ. შემიძლია სანაძლეო დაგიდოთ ჟურნალისტებს, ივანიშვილის ბოლო პრემიერი იქნება ღარიბაშვილი. ივანიშვილი ისტორიის წინაშე იქნება ძალიან სავალალო, ცოტა სევდიანიც კი, ამხელა შესაძლებლობის კაცმა დაიწყო ღარიბაშვილით და დაამთავრებს ღარიბაშვილით.

 

 

ღარიბაშვილის მმართველობა რაც იყო, ვნახეთ, ღარიბაშვილი მადლობით არ გაუშვია თავისივე გუნდს, ის გააგდეს, რადგან მისი მმართველობა იყო ცუდი, მან საერთაშორისო ჩიხში შეიყვანა ქვეყანა. ქვეყნის შიგნით გაჩნდა კლანები და კორუფცია, შესაბამისად, ის საკუთარმა გუნდა გააგდო, როგორც ცუდი პრემიერ-მინისტრი. 2014 წელს თუ ის ცუდი იყო, როცა გააგდეს, დღეს ის კარგი ვერ იქნება, იმ მარტივი ლოგიკით, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ვერ სწავლობს, ვერ ვითარდება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი