მესტიის მუნიციპალიტეტში დაფუძნებული ორგანიზაცია „ლატლიიშდ“ ლატალის თემის განვითარებასა და ამ პროცესში ქალების აქტიურობის გაზრდას მოემსახურება
19-02-2021, 17:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

მესტიის მუნიციპალიტეტის ლატალის თემში 2020 წლის 14 ნოემბერს ჩამოყალიბდა ორგანიზაცია „ლატლიიშდ“. ორგანიზაციის მიზანია ლატალის თემის განვითარება და ამ პროცესებში ქალების აქტიურობის გაზრდა.

 


ასევე, მესტიის მერიასთან მჭიდრო კომუნიკაციით და თანამშრომლობით თემში არსებული პრობლემების პრევენციისთვის გამოიყენოს ყველა რესურსი, რაც მათ გააჩნიათ, ეს არის მათი თემის დიდი სიყვარული, მენეჯმენტის კარგი უნარი და მათი განათლების მაღალი დონე.

 


ამ მოკლე ხანში ორგანიზაციის წევრებმა, რომელიც შედგება ხუთი ადამიანისაგან, უკვე 65 ოჯახს გაუწია სხვადასხვა სახის დახმარება (ფულადი და პროდუქტების სახით). აღსანიშნავია, რომ მათ ეს ფინანსური უზრუნველყოფა, რომლითაც ხალხს ეხმარებიან მხოლოდ მათი ენთუზიაზმით და მეგობრების შემოწირულობით მოახერხეს. გარდა ამისა, ორგანიზაცია „ლატლიიშდ“-ის გუნდმა მიიღო მონაწილეობა #Care Austria და PMC Reaserch Groupis-ის მიერ განხორციელებულ პროექტში EMPARD Mestia და წარადგინა პროექტი სახელწოდებით „აქტიური ქალები და საზოგადოება“. პროექტმა მოიპოვა დაფინანსება.

 

 

პროექტი ითვალისწინებს სოფელ ლატალში სოციალური საწარმოს გახსნას, სადაც დასაქმდება 10 ქალი, მათ შორის სოციალურად დაუცველები და შშმ პირები. ისინი იმუშავებენ შემდეგ დისციპლინებზე :


თექა


სვანური ქუდების წარმოება


სვანური საპნის წარმოება


კერვა


ქარგვა

 

 

ორგნიზაცია „ლატლიიშდ“ მადლობას უხდის #care Austria და #PMC Reaserch Group-ს და ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს - LAG-ს და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას ფინანსური და მორალური მხარდაჭერისთვის.

 


საწარმოს რეაბილიტაცია მალე დასრულდება. აღნიშნულ ობიექტზე დასაქმდება 10 ქალი, რაც არამარტო თემისთვის, არამედ რეგიონისთვის იქნება ერთ-ერთი სასიკეთო საქმე.

 

 

ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი