ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ინტენსიურმა თოვლმა რამდენიმე სოფელში პრობლემები შექმნა. თოვლის წმენდის სამუშაოები მამათის, ჩოჩხათის, აკეთისა და აცანის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარეობდა.
ამავე დროს, „ენერგო პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ჯგუფები ელექტროენერგიის აღდგენაზე მუშაობდნენ.
დილიდან სოფლებში მიმდინარე სამუშაოებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი პირველ მოადგილე, ბიძინა იმნაიშვილთან ერთად ეცნობოდა.
ინფორმაციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.